1. რეგისტრაცია დაიწყება 2022 წლის 26 მარტს 11 საათზე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსში მისამართზე ქ. ქუთაისი, თამარ მეფის ქუჩა №59;
2. კონკურსანტი უნდა გამოცხადდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტით და იქონიოს პირბადე;
3. საწერ კალამი და სამუშაო ფურცლები აბიტურიენტებს გადაეცემათ, საგამოცდო საკითხებთან ერთად უშუალოდ სამუშაო ადგილებზე (I-კორპუსი, აუდიტორია №1208, 1212);
4. საგამოცდო ბილეთის ყოველ საკითხზე პასუხი აბიტურიენტების მიერ ჩაიწერება მსჯელობის სახით და მიეთითება მიღებული პასუხის მნიშვნელობა. საგამოცდო ბილეთზე მუშაობის დრო - 3 სთ.
5. კონკურსის შედეგები აბიტურიენტებს ეცნობებათ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით 10 აპრილისათვის.
6. სააპელაციო განაცხადი კონკურსანტმა უნდა გამოაგზავნოს 14 აპრილამდე ელექტრონული ფოსტით. პასუხს ამ განაცხადზე ის მიიღებს 17 აპრილამდე.