ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე, მათემატიკის დეპარტამენტის ინიციატივით ჩატარდა კონკურსი აბიტურიენტებისათვის მათემატიკაში. კონკურსში მონაწილეობა მიიღო ორმოცმა აბიტურიენტმა დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან. მოხდა კონკურსის მონაწილეთა შედეგების მიხედვით რანჟირება.
12 მაისს შედგა მაღალი მაჩვენებლების მქონე ოცი აბიტურიენტის დაჯილდოება.
აბიტურიენტებს სიტყვით მიმართეს უნივერისტეტის რექტორმა პროფ. რ. კოპალიანმა, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა ასოც. პროფ. ნ. ჯულაყიძემ და მათემატიკის დეპარტამენტის კოორდინატორმა პროფ. ტ. ქემოკლიძემ.
რანჟირებული სიის პირველი სამი აბიტურიენტი, რომლებიც მიმდინარე წელს ჩაირიცხებიან აწსუ საბაკალავრო პროგრამაზე-„მათემატიკა“ დაეროვნულ გამოცდებზე მათემატიკაში გადალახული ექნებათ 30%-იანი ბარიერი, სწავლების პირველი სემესტრის განმავლობაში ყოველთვიურად მიიღებენ ფულად წახალისებას, შესაბამისად 200, 150 და 100 ლარის ოდენობით.
უნივერსიტეტის რექტორმა პროფ. რ. კოპალიანმა კონკურსში მოპოვებული წარმატებისათვის აბიტურიენტებს გადასცა სერთიფიკატები, მათემატიკის დეპარტამენტის სამახსოვრო ბუკლეტები და უსურვა მათ შემდგომი წარმატებები.