20 ივლისს, თბილისში, რედისონ ბლუ ივერიაში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს GIPA და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით გამართულ გარემოსდაცვით სტუდენტურ კონფერენციაზე "კლიმატის გლობალური ცვლილება და საქართველო:რისკები და გამოწვევები"
კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო მოხსენებები:
“საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევები და რისკები კლიმატის ცვლილების კუთხით” ეთერ აბზიანიძე და თამთა ბოჭოროშვილი (ხელ-ლი ასოც. პროფესორი მაკა ხეცურიანი)
“საზოგადოების ინფორმირებულობის კვლევა კლიმატის ცვლილების საკითხებზე” ანი სანიკიძე და ნინო ტყეშელაშვილი (ხელ-ლი ასოც. პროფესორი მაკა ხეცურიანი)
“ნარჩენების გავლენა შავ ზღვაზე - გლობალური ცვლილებების მიმართ ერთ-ერთ ყველაზე მოწყვლად გეოეკოლოგიურ სისტემაზე საქართველოში” ქეთევან მიქაბერიძე და ანა ხვედელიძე (ხელ-ლი ასოც. პროფესორი მაკა ხეცურიანი)
კონფერენციაის გამარჯვებულ მომხსენებელთა შორის დასახელდნენ ანი სანიკიძიე და ნინო ტყეშელაშვილი , რომელთაც კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრისგან REC Caucasus საჩუქრად გადაეცათ 500 ლარიანი ალტას ვაუჩერი.