სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამამ ,,კომპიუტერული მეცნიერება" მიიღო აკრედიტაცია

ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე მოქმედ სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამას ,,კომპიუტერული მეცნიერება" (პროგრამის ხელმძღვანელი პროფესორი აკაკი გირგვლიანი) უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს გადაწყვეტილებით მიენიჭა სრული აკრედიტაცია.