2022 წლის 22 ოქტომბერს 12 საათზე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ქიმიის დეპარტამენტის ორგანიზებით, ჩატარდება საჯარო ლექცია თემაზე „ატმოსფეროს დაბინძურება და მისი მონიტორინგი" (აუდიტ. 5208)
მოხსენებას გააკეთებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ქიმიის დეპარტამენტის ასისტენტ - პროფესორი გიორგი ჯიბუტი.