,,ატმოსფეროს მონიტორინგისა და კვლევების მდგომარეობა საქართველოში“ - ამ თემაზე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში 22 ოქტომბერს საჯარო ლექცია გაიმართა. თემაზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორმა გიორგი ჯიბუტმა ისაუბრა. თემამ დიდი ინტერესი გამოიწვია და აქტუალურ საკითხზე დისკუსია გაიმართა. საჯარო ლექცია პროფესორმა გიორგი ჯიბუტმა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიის დეპარტამენტის მოწვევით ჩაატარა.