მიმდინარე წლის 25 ოქტომბერს გეოგრაფიის დეპარტამენტმა უმასპინძლა სსიპ წმინდა ნინოს სახელობის ქ. ქუთაისის მე-3 საჯარო სკოლის მე-8გ კლასის მოსწავლეებს.
გეოგრაფიის აკადემიურმა დოქტორმა ფ. ჯინჯიხაძემ მათ ჩაუტარა ლექცია თემაზე: „დედამიწის შინაგანი აგებულება“ და გააცნო გეოლოგიის მუზეუმში დაცული მრავალფეროვანი ქანებისა და მინერალების ნიმუშები.
მოსწავლეები გაეცვნენ გეოგრაფიის დეპარტამენტში არსებული მინი მეტეოსადგურის, ჯიპიესის, ფლუგერის, კურვიმეტრის და სხვა ხელსაწყოების გამოყენების პრინციპებს, მოინახულეს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტთან არსებული ზოოლოგიის მუზეუმი, სადაც ბიოლოგიის აკადემიურმა დოქტორმა თ. ჭეიშვილმა საინტერესო ცნობები მიაწოდა ცხოველთა სამყაროს მრავალფეროვნებისა და მუზეუმში წარმოდგენილი ეგზემპლარების შესახებ.