საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს დაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით გამართულ კონფერენციაზე „გარემოსდაცვითი განათლება და მდგრადი განვითარება“ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებმა საპრიზო ადგილები დაიკავეს.
ჩვენი უნივერსიტეტი ქვეყნის მასშტაბით ერთადერთი რეგიონული უნივერსიტეტი იყო, რომელიც კონფერენციაში მონაწილეობდა.
წარდგენილი იყო სამი მოხსენება: ,,გარემოსდაცვითი განათლება უსაფრთხო და ხელმისაწვდომი წყლისათვის - ქიმიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები ლალი ბალავაძე და მარიამ ფურცხვანიძე (ხელმძღვანელი: აწსუ ასოცირებული პროფესორი მაკა ხეცურიანი) ,,ჯანმრთელი ადამიანი - ჯანმრთელი გარემო - ჯანმრთელი ცხოველი“- ანი სანიკიძე, ანა ღამბაშიძე გამოყენებითი ბიომეცნიერებების მაგისტრატურის სტუდენტები (თანახელმძღვანელები:აწსუ ასოცირებული პროფესორი მაკა ხეცურიანი, ლ. საყვარელიძის სახ. დაავადება კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს უფროსი გოჩა გიორგიძე.) ,,გარემოსდაცვითი განათლება მდგრადი მოხმარებისა და წარმოებისთვის“- ავტორი: ბიოლოგიის სპეციალობის სტუდენტი ინგა გოგნაძე (ხელმძღვანელი: აწსუ ასოცირებული პროფესორი მაკა ხეცურიანი).
პირველი ადგილი ქიმიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებმა ლალი ბალავაძემ და მარიამ ფურცხვანიძემ მოიპოვეს.
მესამე ადგილზე კი ბიოლოგიის სპეციალობის სტუდენტი ინგა გოგნაძე გავიდა.
მათ სიგელები და ფულადი პრიზები გადაეცათ.
სტუდენტების ნაშრომები შეაფასა გარემოსდაცვითი მიმართულების ექსპერტებმა და დარგის სპეციალისტებმა.
კონფერენცია „გარემოსდაცვითი განათლება და მდგრადი განვითარება“ გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით პროექტის „მმართველობის რეფორმის ფონდი“ (GRF) ფარგლებში ჩატარდა.