აწსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ქიმიის სპეციალობის სტუდენტებისათვის მოეწყო სასწავლო შეხვედრა ივ. ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში, კერძოდ, სან-დიეგოს უნივერსიტეტის ლაბში, სადაც სტუდენტები გაეცნენ კვლევის თანამედროვე აპარატურას, უშუალო მონაწილეობა მიიღეს ექსპერიმენტებში და მოისმინეს საინტერესო ინფორმაციები თანამედროვე კვლევებისა და მიღებული შედეგების ინტერპრეტაციის შესახებ.
დღე საოცრად ნაყოფიერი იყო, რადგან გულითადი მასპინძლების დახმარებით, ჩვენი სტუდენტებისათვის საინტერესოდ გაიღო „ავერსი რაციონალის“ კარი. სტუდენტები სპეციალური სამოსით აღჭურვილები, დიდი ინტერესით ეცნობოდნენ თანამედროვე ტექნოლოგიებს, წამალთა ხარისხის კონტროლის მეთოდებს, გამოყენებულ ულტრათანამედროვე აპარატურას, და თავადაც იყვნენ ამ პროცესების არა მხოლოდ მსმენელები, არამედ აქტიური მონაწილეებიც.
გამოიკვეთა საინტერესო პერსპექტივა შემდეგი ურთიერთობებისათვის, დაიგეგმა სტუდენტთა მონაწილეობა ავერსის სასწავლო პროცესებში და ჩართულობა თსუ-ს სამეცნიერო -კვლევით საქმიანობაში.