ა/წ 20 დეკემბერს ჩატარდა გეოგრაფიის საბაკალავრო და მაინორ-პროგრამების სტუდენტთა ერთობლივი სასწავლო-საველე პრაქტიკის შემაჯამებელი კონფერენცია და ფოტოგამოფენა. სტუდენტებმა წარმოადგინეს პრაქტიკის შედეგები და კადრებზე აღბეჭდილი დაუვიწყარი დღეები.
კონფერენცია შეაჯამეს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, ქალბატონმა ნანა ჯულაყიძემ, გეოგრაფიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ციცინო დავითულიანმა და გეოგრაფიის დეპარტამენტის ლექტორ-მასწავლებლებმა.
სასწავლო-საველე პრაქტიკის შემაჯამებელი კონფერენცია გეოგრაფიის დეპარტამენტში ყოველწლიურად ტარდება.