ტექსტი: აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგიური ფაკულტეტი საგრანტო პროექტის USAID/RTI(სამმხრივი მიმართულების კვლევითი ფილიალი საქართველოში)- "საბაზისო განათლების პროგრამაში" 2020 წლიდანაა ჩართული და ხორციელდება "მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების" თემატიკაზე საჯარო სკოლების დირექტორთა და ლიდერ მასწავლებელთა გადამზადება იმერეთის 373-ვე საჯარო კოლაში.
2021 წლის 27 მაისს, აკაი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა ნატო ქობულაძემ ჩაატარა ლექცია, ქუთაისის სკოლამდელი დაწესებულებების ხელმძრვანელებთან და მეთოდისტებთან თემაზე: ბავშვთა უფლებების კონვენცია და ადრეული ინკლუზიური განათლება. ლექციას ესწრებოდა პედაგოგირი ფაკულტეტის დეკანი მამული ბუჭუხიშვილი.
ამჯერად იუნისეფის ორგანიზებით და ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციისა და საქართველოს ბავშვის უფელბათა კოდექსის შესახებ ორდღიანი სემინარი გაიმართა, რომელსაც გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში, ღასან ხალილი უძღვებოდა. პროგრამის ფარგლებში პროფესორებისთის სემინარი ჩაატარა გაეროს ბავშვთა უფლებების კომიტეტის წევრმა სოფო კილაძემ.
2021 წლის 18 მაისს სახალხო დამცველის ოფისის დასავლეთ საქართველოს სამმართველოს უფროსმა მადონა ბასილაძემ ქუთაისის სკოლის დირექტორებთან ჩატარა ლექცია: ბავშვთა უფლებების კონვენცია და ძალადობა
ლექციას ესწრებოდა ქუთაისი რესურსცენტრის ხელმძღვანელი და მოადგილე. ლექციაზე გაიმართა საინტერესო დიალოგი ბავშვთა უფლებების დაცვის საკითხებზე.