აწსუ პედაგოგიური ფაკულტეტი 2020 წლიდან ჩართულია "USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამაში" და ახორციელებს ტრენინგების ციკლს -"მოსწავლეზე ორიენტირებული მიდგომა" იმერეთის რეგიონის 373 სკოლს დირექტორებთან და 1119 ლიდერ მასწავლებლებთან.
აკ.წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგიური ფაკულტეტი 2020 წლიდან ჩართულია USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამაში და ახორციელებს ტრენინგ-მოდულებს იმერეთის 373 საჯარო სკოლის დირექტორებისა და 1119 ლიდერი მასწავლებლებისათვის. პროექტის ფარგლებში ტრენერთა გუნდის მიერ ჩაიწერა ვიდეოტრენინგები თემაზე"მოსწავლეზე ორიენტირებული მიდგომა".
აღნიშნული ტრენინგ-მოდულები ასახავს განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმებს და მნიშვნელოვანია განათლების სფეროს წარმომადგენლების, სტუდენტებისა და ლექტორ-მასწავლებლებისათვის.
კონფერენციის პრიორიტეტული სამეცნიერო მიმართულებებია:
2020 წლის 14-15 ივლისს, იგეგმება პედაგოგიური ფაკულტეტის სტუდენტთა და მაგისტრანტთა სამეცნიერო კონფერენციის ჩატარება. კონფერენცია ჩატარდება ონლაინ რეჟიმში, იმუშავებს ორი სექცია, სწავლების მეთოდიკათა და პედაგოგიკის.
ა/წ 4-5 თებერვალს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა „იუნისეფის“ მიერ ორგანიზებული ტრენინგი „ ბავშვთა უფლებების ჩართვა კურიკულუმებში“, რომელშიც მონაწილეობას იღებდა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგიური ფაკულტეტის, ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტისა და ზუგდიდის შოთა მესხიას სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ტრენინგი საქართველოს მასშტაბით ჩატარდა პირველად. ტრენინგს უძღვებოდა დოქტორი ღასან ხალილი, გაეროს ბავშვთ ფონდის წარმომადგენელი საქართველოში. ტრენინგ-სემინარის მიმდინარეობისას განხილული იქნა ბავშვთა უფლებები კონვენციის შექმნის ისტორია, ევოლუცია, შინაარსი, ზოგადი პრინციპები და მახასიათებლები. ასევე, ბავშვთა უფლებების სისაბუსის სწავლების მეთოდოლოგია.