აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზღვაო სატრანსპორტო ფაკულტეტის აკადემიური პერსონალი პარტნიორ - საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტეტთან ერთად მრავალი წელია ანხორციელებს ერთობლივ სამეცნიერო-კვლევით სამუშაოებს შავი ზღვის ქალაქ ფოთის სანაპირო ზოლის ეკოლოგიურ პრობლემებთან დაკავშირებით, რომლის ფარგლებში შესრულებული სამეცნიერო ნაშრომი წარდგენილი იქნა პოსტერული მოხსენების სახით საფრანგეთში, კანში მიმდინარე წლის 20-23 აგვისტოს ჩატარებულ მეექვსე საერთაშორისო კონფერენციაზე „ზღვის ნაპირისა და შესართავების შესახებ“ (ICEC-2018).
კონფერენციაზე წარდგენილმა ნაშრომმა დიდი ინტერესი გამოიწვია დარგის სამეცნიერო წრეებში.
უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოდან კონფერენციაზე მივლინებული მეცნიერები მსოფლიო სამეცნიერო წრეებში ავტორიტეტული კონფერენციის პირველი ქართველი მონაწილეები არიან.
კონფერენციაზე მეცნიერთა მონაწილეობა დაფინანსებული იქნა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ.
საზღვაო სატრანსპორტო ფაკულტეტის სტუდენტებმა დედამიწის დღესთან დაკავშირებით მონაწილეობა მიიღეს შავი ზღვის სანაპირო ზოლის დასუფთავების აქციაში.
გაიმართა პროგრამის ხელმძღვანელისა და ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის სამუშაო შეხვედრები საზღვაო სატრანსპორტო ფაკულტეტის სტუდენტებთან „მენეჯმენტის“ საბაკალავრო პროგრამის აკრედიტაციის მოსამზადებელ ეტაპზე.
ინსტიტუციონალური ავტორიზაციისა და პროგრამული აკრედიტაციის მოსამზადებელ ეტაპზე გაიმართა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენლების სამუშაო შეხვედრები საზღვაო სატრანსპორტო ფაკულტეტის აკადემიურ პერსონალთან და სტუდენტებთან.
ფაკულტეტზე გაიმართა შემუშავებული ახალი საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის „მენეჯმენტის“ განხილვა სტუდენტებთან.