31 ოქტომბერს, შავი ზღვის დაცვის საერთაშორისო დღეს, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზღვაო სატრანსპორტო ფაკულტეტის აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების ჩართულობით, გაიმართა ქ. ფოთის შავი ზღვის სანაპირო ზოლის მყარი ნარჩენებისაგან დასუფთავების აქცია. მასში ჩართული იყვნენ ასევე ფოთის N4 საჯარო სკოლისა და ფიზიკა- მათემატიკური სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები, იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირის „სპექტრის“, კოლხეთის ეროვნული პარკისა და ფოთის თვითმმართველობის წარმომადგენლები.
საზღვაო სატრანსპორტო ფაკულტეტი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის პოლიტიკის შესაბამისად ორიენტირებულია „მენეჯმენტის“ საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის დარგის საერთაშორისო კონტექსტთან შესაბამისობაზე, პროგრამის ფარგლებში III და IV სასწავლო წლის სტუდენტთა აკადემიური მობილობის ხელშეწყობაზე, რასაც უზრუნველყოფს საერთაშორისო გაცვლით პროგრამებში მათი ჩართულობა.
17 მაისს საზღვაო სატრანსპორტო ფაკულტეტის სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის ორგანიზებით ჩატარებულ საერთაშორისო კონფერენციაზე.
ინტერნაციონალიზაცია უნივერსიტეტისა და, შესაბამისად, ფოთის საზღვაო სატრანსპორტო ფაკულტეტის სტრატეგიული განვითარების გეგმის ერთ-ერთი პრიორიტეტია.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტი
2021 წლის 3-4 ივლისს ატარებს პროფესორ ალფრედ კურატაშვილის დაბადებიდან მე-80 წლისთავისადმი მიძღვნილ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას „XXI საუკუნის ეკონომიკური, სოციალური, ეკოლოგიური და ტექნოლოგიური გამოწვევები“