განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით 2020 წლის 24 ივლისს გაიმართა მენეჯმენტის მიმართულების უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლის საჯარო განხილვის ონლაინ სხდომა, რომელშიც მონაწილეობდა საზღვაო სატრანსპორტო ფაკულტეტზე განხორციელებადი მენეჯმენტის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი, ლალი ხარბედია.
საზღვაო სატრანსპორტო ფაკულტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტების კარიერული განვითარების და დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, სტუდენტთა მხარდაჭერისა და განვითარების სამსახურის სპეციალისტმა მარიკა წოწონავამ, მიმდინარე წლის 18 ივნისს ჩაატარა ვებინარი თემაზე: „როგორ შევადგინოთ სწორად CV (რეზიუმე) და სამოტივაციო წერილი“.
კორონავირუსის მსოფლიო პანდემიის გამო, საზღვაო სატრანსპორტო ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამა „მენეჯმენტის“ კურსდამთავრებულთა შეზღუდულმა რაოდენობამ არატრადიციულად, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის რეკომენდაციების გათვალისწინებით, ღია სივრცეში აღნიშნა უნივერსიტეტში სწავლის დასრულება.
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზღვაო სატრანსპორტო ფაკულტეტის მენეჯმენტის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებმა, 11 უცხოური და 9 ქართული უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლებთან ერთად, მონაწილეობა მიიღეს ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ სტუდენტთა მეოთხე საერთაშორისო ონლაინკონფერენციაში. სტუდენტების ირაკლი მაისურაძის, ნიკა ბუკიას, თამარ ქორიძის და თეიმურაზ გვათუას ონლაინ კონფერენციაზე წარდგენილმა თემებმა, მენეჯმენტის სფეროში არსებულ თანამედროვე გამოწვევებზე, მონაწილეთა ინტერესი გამოიწვია.