ა/წ-ს 11 ივლისს ჩატარდა აგრარული ფაკულტეტის დეკანის არჩევნები (იხ. ბმული ფაილი)
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტრატეგიული ურთიერთობების სამსახურისა და აგრარული ფაკულტეტის ორგანიზებით, ნორვეგიული პროექტის ,,მდგრადი ტურიზმი: სოფლად მეწარმეობა და კულტურული მემკვიდრეობა“ ფარგლებში, საზეიმოდ გაიხსნა საზაფხულო სკოლა ,,სოფლად ტურიზმის მდგრადი განვითარება“, რომელშიც მონაწილეობას იღებენ ნორვეგიის, ყაზახეთის და საქართველოს უნივერსიტეტების სტუდენტები.
2018 წლის 21 ივნისს, აგრარულ ფაკულტეტზე გაიმართა ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ ქეთევან კინწურაშვილის შეხვედრა ფაკულტეტზე განსახორციელებელი საგანმანათლებლო პროგრამების თვითშეფასების ჯგუფის წევრებთან.შეხვედრაზე განხილული იქნა პროგრამების განხორციელების პერსპექტივებთან დაკავშირებული და უნივერსიტეტის ავტორიზაციის ეტაპისთვის აქტუალური საკითხები.
2018 წლის 28 ივნისს აწსუ აგრარული ფაკულტეტის ტურიზმისა და ლანდშაფტური არქიტექტურის დეპარტამენტში შედგა ლანდშაფტური არქიტეტურის მიმართულების მაგისტრების დაცვა. სამაგისტრო თემები ,რომლებიც ეძღვნებოდა კონკრეტული ობიექტების გამწვანებას, ინტერიერისა და ექსტერიერის მოწყობას, მათ ირგვლივ რეკრიაციული ზონების შექმნას (ლაგოდეხის ნაკრძალის მიმდებარე ტერიტორიაზე,სოფ ჭაბუკიანში „Green Vilige“ და ქ.ქუთაისში ლ.სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიურო) მეტად საინტერესოდ წარმოადგინეს მაგისტრებმა დავით კილაძემ და ბექა მაღლაფერიძემ, ასოცირებული პროფესორების: ეთერ ბენიძისა და იზაბელ ოჩხიკიძის ხელმძღვანელობით.
2018 წლის 6 ივნისს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრარულ ფაკულტეტზე,აგრონომიულ მეცნიერებათა დეპარტამენტის ინიციატივით, ტრადიციულად აღინიშნა გარემოს დაცვის დღე. ფაკულტეტის სტუდენტებმა და პროფესორ-მასწავლებლებმას ამ დღის აღნიშვნას შეუერთდნენ აქციით და დაასუფთავეს ფაკულტეტის კორპუსის ეზო და მიმდებარე ტერიტორია.