×

შეტყობინება

EDOCMAN_LOGIN_TO_VIEW_DOCUMENT

მიმდინარე წლის 5 ოქტომბერს ქართული ღვინის დღისბ აღსანიშნავად  გაიმართა ღვინის საერთაშორისო არტ ფესტივალი ქ.ბაღდათში.  ვლადიმერ მაიაკოვსკის სახლ–მუზეუმის მომდებარედ. ფესტივალში იმერეთის რეგიონის ღვინის მწარმოებლებთან ერთად მონაწილეობას იღებდა საქართველოსა სხვადასხვა რეგიონის წარმომადგენელი მეწარმეები,რომლებსაც მათთვის გამოყოფილ სივრცეებში წარმოდგენილი ჰქონდათ საკუთარი წარმოების პროდუქცია და ვაზის სამექანიზაციო სამუშაოებისათვის საჭირო ტექნიკა.

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრარული ფაკულტეტის ტურიზმის მიმართულება 4 წელია ახორციელებს ნორვეგიის სამხრეთ-აღმოსავლეთის უნივერსიტეტის (USN)საგრანტო საგანმანათლებლო პროექტს „მდგრადი ტურიზმი: მეწარმეობა სოფლად და მემკვიდრეობა. თანამშრომლობა საგანმანათლებლო სფეროში ყირგიზეთს, საქართველოსა და ნორვეგიას შორის“ (დაფინანსებულია ნორვეგიის მთავრობის მიერ). პროექტის განხორციელებაში იყო ჩართული შვიდი პარტნიორი უნივერსიტეტი - 3 უნივერსიტეტი საქართველოდან, სამი - ყირგიზეთიდან და USN.

2019 წლის 21 მაისს, აგრარულ ფაკულტეტზე, მსგავსად სხვა ფაკლტეტებისა, გაიმართა აწსუ უნივერსიტეტის ხელმძღვანელობის შეხვედრა ფაკულტეტის ადმინისტრაციასა და თანამშრომლებთან. შეხვედრის მიზანი იყო ფაკულტეტის საჭიროებებისა და არსებული გამოწვევების გამოვლენა და რიგი ინიციატივების გამოკვეთა უნივერსიტეტის ხედვებისა და სტრატეგიული გეგმით გათვალისწინებული პრიორიტეტების გათვალისწინებით.

2019 წლის 22-23 ივლისს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ბიზნესინჟინერინგის, აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტების, ასევე კონსალტინგისა და ახალი პროფესიების რეგიონალური ცენტრის ერთობლივი ორგანიზებით გაიმართა სტუდენტთა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია თემაზე „ღვინო, როგორც სოციალურ-ეკონომიკური განვითარების რესურსი და ქვეყნის იდენტობა“, რომელშიც მონაწილეობა მიიღო აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრარული ფაკულტეტის ტურიზმის სპეციალობის სტუდენტმა მარიკა ალანიამ, ასოც პროფესორ ვარლამ აპლაკოვის ხელმძღვანელობით. აღნიშნული კონფერენციის სარედაქციო კოლეგიის წევრად მიწვეული იყო აგრარული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი ელისო გველესიანი. ვულოცავთ მარიკა ალანიას წარმატებულ დებიუტს სტუდენტთა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე.

აგრარული ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამის „აგროინჟინერია“ სტუდენტები 2019 წლის 10 მაისს იმყოფებოდნენ საწარმოო პრაქტიკაზე აბაშის-შპს „მექანიზატორის“ სერვის ცენტრში, აგროფირმა „ზანაგრო“-ში და აგრარული ფაკულტეტის სენაკის სასწავლო მეურნეობაში, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის გაცნობის, მისი ექსპლუატაციის პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებისა და მრავალწლიანი კულტურების დათვალიერების მიზნით.