აგრარული ფაკულტეტის ადმინისტრაცია 20 სექტემბერს აწსუ მე-XIX კორპუსში გამართავს საინფორმაციო შეხვედრებს საგანმანათლებლო პროგრამებზე 2021-2022 სასწ.წელს ჩარიცხულ სტუდენტებთან.
მ/წის 22 მაისს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა სოფლის მეურნეობის დარგის სპეციალისტებზე საერთაშორისო სერთიფიკატების გადაცემის ცერემონიალი, რომლებმაც საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის პროფესიული განათლებისა და სოფლის მეურნეობის განვითარების დეპარტამენტისა (DRDVE of GIPA) და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრარული ფაკულტეტის ერთობლივი საგრანტო პროექტის ფარგლებში “სასერტიფიკატო პროგრამის შემუშავება კულინარული მცენარეების და ბოსტნეულის სასათბურე მეურნეობაზე“ გაიარეს ტრენინგები ამერიკის (კალიფორნია) worldlink-ის (საზოგადოებრივი მხარდაჭერით დაფინსებული, სტუდენტთა განვითარებისა და გაცვლითი პროგრამების საერთაშორისო ორგანიზაცია) პატრონტაჟითა და საგარეო საკითხებისათვის მოქალაქეთა ქსელის ფილიალი CNFA-საქართველო და USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის დაფინანსებით.
2020 წლის 2 ივნისს აგრარულ ფაკულტეტზე გაიხსნა და ონლაინრეჟიმში ჩატარდა აწსუ სტუდენტთა XXX (შიდა მე-60-ე) სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: "სოფლის მეურნეობა,კვების მრეწველობა და ტურიზმი პანდემიის პირობებში". კონფერენციამ იმუშავა ორ სექციად: I სექცია: „აგრონომია და აგროინჟინერიის ბიზნესი პანდემიის პირობებში“, რომელსაც ხელმძღვანელობდა პროფესორი როზა ლორთქიფანიძე, თავმჯდომარეობდა საბაკალავრო პროგრამის „აგრონომია“ IV კურსის სტუდენტი ლია დიაკონიძე და II სექცია:“ტურიზმი, ლანდშაფტური არქიტექტურა და კვების მრეწველობა პანდემიის პირობებში“,რომელსაც ხელმძღვანელობდა ასოცირებული პროფესორი იზოლდა ხასაია და თავმჯდომარეობდა „ტურიზმის“ პროგრამის მაგისტრანტი ბადრი სირაძე. კონფერენციის ორგანიზებულად წარმართვა ფაკულტეტის აკადემიურ პერსონალთან ერტად უზრუნველყვეს ასოცირებულმა პროფესორებმა: ნინო ავალიშვილმა და იზა ოჩხიკიძემ.
მიუხედავად ჩვენს ქვეყანაში შექმნილი მძიმე ეპიდვითარებისა, აღსანიშნავია, რომ რიგი სამეცნიერო, საჯარო თუ კერძო სტრუქტურები, დიდი პასუხისმგებლობით ასრულებენ თავიანთ მოვალეობებს დადგენილი რეგულაციების დაცვით და ცდილობენ არ შეანელონ ქვეყნის განვითარება.
აგრარული ფაკულტეტის სტუდენტების შეხვედრა FAO-ს წარმომადგენლებთან
2019 წლის 20 დეკემბერს აგრარული ფაკულტეტზე, აგრონომიული მიმართულებისა და შესაბამისი მაინორ პროგრამის სტუდენტებისთვის გაიმართა შეხვედრა გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ექსტენციის კოორდინატორებთან.