მიმდინარე წლის 10-15 ოქტომბერს, ნორვეგიის სამხრეთ აღმოსავლეთის უნივერსიტეტში (USN) Erasmus+ პროგრამის ფარგლებში იმყოფებოდა აგრარული ფაკულტეტის ტურიზმის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი იზოლდა ხასაია. ვიზიტის მიზანი იყო ცოდნის გაზიარება სწავლებითა და პედაგოგიური აქტივობებით, ინტერნაციონალიზაციისა და ევროპის განათლების სისტემაში ინტეგრაციის გაზრდა. ვიზიტის მსვლელობისას იზოლდა ხასაიამ ჩაატარა ლექციები, მონაწილეობა მიიღო დისკუსიებსა და ვორკშოპებში, რომლებიც ეხებოდა ტურიზმის საგანმანათლებლო პროგრამებს, ასევე, სწავლის/სწავლების ახალ ინოვაციურ მეთოდებს, დაამყარა ახალი და გააღრმავა არსებული კავშირები. ვიზიტის მსვლელობისას საფუძველი ჩაეყარა USN-ის პროფესორებთან მომავალ თანამშრომლობას, კერძოდ, სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაში „ტურიზმი“ ორი კურსის განხორციელებაში მონაწილეობას მიიღებს USN-ის ერთ-ერთი პროფესორი.

მიმდინარე წლის 27 დეკემბერს, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსის 1114 აუდიტორიაში, 14:00 საათზე გაიმართება აგრარული ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამის "აგრონომია" დოქტორანტის გიორგი კილაძის სადისერტაციო ნაშრომის: "კურორტ წყალტუბოს ლანდშაფტურ-ეკოლოგიური მონიტორინგი, მცენარეული საფარის შენარჩუნებისა და რეაბილიტაციის ღონისძიებები" საჯარო განხილვა.

 





მიმდინარე წლის 12 ივლისს, უნივერსიტეტის I კორპუსის 1114 აუდიტორიაში, 14:00 საათზე გაიმართება აგრარული ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამის "აგრონომია" დოქტორანტის გიორგი იაკობაშვილის სადისერტაციო ნაშრომის: "ფრთათეთრები ციტრუსოვანთა კულტურებზე და მათთან ბრძოლა დასავლეთ საქართველოში" საჯარო განხილვა.