25 მაისს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში ღია ცისქვეშ გამართული სამეცნიერო პიკნიკის ფარგლებში დაინტერესებული ახალგაზრდების რაოდენობა ჭარბობდა მედიცინის ფაკულტეტის კარვების ირგვლივ, აქ ვიზიტორთა რაოდენობამ რამდენიმე ასეულს გადააჭარბა. ფაკულტეტის სტუდენტები ჩვეული მონდომებით ცემდნენ პასუხებს 3D ანატომიით დაინტერესებულებს, ახდენდნენ გადაუდებელი დახმარებისა და პრაქტიკული უნარების დემონსტრირებას სიმულატორების საშუალებით.
პარტნიორ კლინიკებთან მჭიდრო თანამშრომლობა და ერთობლივ პროექტებში სტუდენტების აქტიური ჩართულობა აწსუ მედიცინის ფაკულტეტის ძლიერი მხარეა.
26 მაისს ქალაქის ცენტრალურ ბაღში დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრის მიერ ორგანიზებულ აქციაში "ჯანმრთელი გული, ჯანმრთელი გონება" სტუდენტების მონაწილეობა ხელს შეუწყობს მათ პიროვნულ და პროფესიულ განვითარებას.
აკადემიური და მოწვეული პერსონალის პროფესეული განვითარება ინტეგრირებული კურიკულუმის წარმატებული განხორციელების წინაპირობაა, შესაბამისად, მედიცინის ფაკულტეტი კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებს, სემინარებსა და ტრენინგებს სისტემატურ რეჟიმში ატარებს. ამჯერად
პროფესორმა პოლ გიბსმა (Prof. paul Gibs, MIddlesex University, London, UK)
ისაუბრა სტუდენტზე ორიენტირებულ სწავლებაზე.
უცხოელ კურსდამთავრებულთან მუდმივი კომუნიკაციის შენარჩუნების მიზნით შექმენილი ATSU- MD - Alumni ქსელი მოლოდინებს ამართლებს, ამჯერად კურსდამთავრებულების კარიერული განვითარების მხარდამჭერი შეხვედრა პროფ. კახა ლაზარაშვილთან (განათლების მეცნიერებათა დოქტორი, უმაღლესი განათლების აკადემიის წევრი, დიდი ბრიტანეთი) მონაწილეთა აქტიური ჩართულობით ჩატარდა, შეხვედრაზე აქცენტირებულ იქნა დიდ ბრიტანეთში სამედიცინო განათლების არსებული საუკეთესო გამოცდილებები.
მედიცინის ფაკულტეტზე აქტიურად გრძელდება სამედიცინო განათლებაში ინოვაციური სწავლებისა და შეფასების მეთოდების დანერგვაზე მუშაობა, რისთვისაც ხორციელდება აკადემიური და მოწვეული პერსონალის გადამზადება.
ახალი მიდგომები და სწავლების მეთოდები უზრუნველყოფს სტუდენტებში თანამედროვე სტანდარტების მოთხოვნების შესაბამისი უნარების გამომუშავებას.