16-17 ივლისსს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში მედიცინის ფაკულტეტის მოწვევით იმყოფებოდა მიდლსექსის უნივერსიტეტის ემერიტუსი პროფესორი, მოწვეული ტრენერი პოლ გიბსი, რომელმაც მედიცინის ფაკულტეტის ლექტორ-მასწავლებლებისათვის ჩაატარა რამდენიმე ტრენინგი შემდეგი მიმართულებით: სტუდენტზე ორიენტირებული სწავლა/სწავლების მეთოდები, კვლევითი ნაშრომის ხელმძღვანელობა და როგორ მოვამზადოთ სამეცნიერო სტატია.
აწსუ მედიცინის ფაკულტეტსა და გერმანიის ფიხტელგებირგეს კლინიკას შორის არსებული ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში საგანმანათლებლო პროგრამის „დიპლომირებული მედიკოსი/PBL“ სტუდენტმა ვალერიანე (ვაკო) ყიფიანმა ჰოსპიტაციის კურსი გაიარა აღნიშნული კლინიკის ორთოპედია-ტრავმატოლოგიისა და ენდოპროტეზირების ცენტრში.
1 ივნისს ბავშვთა დაცვის დღეს სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციების ჩატარება აწსუ მედიცინის ფაკულტეტზე ტრადიციად იქცა. ამჯერად მე-9 სამედიცინო-სამეცნიერო კონფერენციის “პანდემიის შემდგომი მსოფლიო” ფარგლებში პარალელურად 5 სესია მუშაობდა, სადაც წარმოდგენილი იქნა სტუდენტთა შრომები საზოგადოებრივი ჯანდაცვის და კლინიკური მედიცინის მიმართულებებით.
4 ივნისს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში აწსუ მედიცინის ფაკულტეტის და დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრის პარტნიორობით საქართველოს ორთოპედ-ტრავმატოლოგთა საზოგადოების ტრადიციული რესპუბლიკური კონფერენცია გაიმართა. საქართველოს ყველა კუთხიდან დარგის წამყვანი სპეციალისტები აქტიურად განიხილავდნენ სიახლეებს ორთოპედია-ტრავმატოლოგიაში, გავრცელებულ გართულებათა პროფილაქტიკის და მართვის საკითხებს.
აკადემიური და მოწვეული პერსონალის პროფესეული განვითარება ინტეგრირებული კურიკულუმის წარმატებული განხორციელების წინაპირობაა, შესაბამისად, მედიცინის ფაკულტეტი კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებს, სემინარებსა და ტრენინგებს სისტემატურ რეჟიმში ატარებს. ამჯერად
პროფესორმა პოლ გიბსმა (Prof. paul Gibs, MIddlesex University, London, UK)
ისაუბრა სტუდენტზე ორიენტირებულ სწავლებაზე.