აწსუ მედიცინის ფაკულტეტის ღია ლექციების ონლაინ სივრცეში ნამდვილად იქმნება აკადემიური საზოგადოება, ამჯერად აღნიშნულ სივრცეში კიდევ ერთი საინტერესო სტუმარი -კახაბერ ლაზარაშვილი საუბრობდა დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის (NHS) წარმატებებზე, სამედიცინო განათლების მოდელზე, ონლაინ სწავლების გამოცდილებასა და ონლაინ სწავლების გამოწვევებზე.
კახაბერ ლაზარაშვილი
განათლების მეცნიერებათა დოქტორი-საზოგადოებრივი ჯანდაცვა, ლონდონის უნივერსიტეტის მეცნიერ თანამშრომელი- UCL,
ბრიტანეთის უმაღლესი განათლების აკადემიის საპატიო წევრი FHEA,
საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამეფო ასოციაციის წევრი FRSPH,
ჯანდაცვის მენეჯმენტის ფაკულტეტის უფროსი ლექტორი,
ჯანდაცვის მენეჯმენტის ხარისხის მოდულის ხელმძღვანელი- Arden University (UK)
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი
გოჩა გიორგიძე
ლ. საყვარელიძის სახ. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის საზოგადოებრივი ჯანდაცვის რეგიონული მართვის დეპარტამენტის იმერეთის სამმართველოს უფროსი
SARS-CoV-2 (COVID-19) ინფექციას გეოგრაფიული საზღვრები აღარ აქვს, მძაფრდება ადამიანების ინტერესი სხვადასხვა ქვეყნებში, განსაკუთრებით კი განვითარებული სამოქალაქო საზოგადოების მქონე სახელმწიფოებში არსებული რეალობის მიმართ, ამიტომაც, განსაკუთრებული ინტერესით შეხვდა მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტების ონლაინ აუდიტორია თამარ ვაშაყმაძეს, ჰოსპიტალური მედიცინის პროგრამის სამედიცინო დირექტორს დასავლეთ ფლორიდას ჰოსპიტალიდან, რომელმაც გაგვიზიარა SARS-CoV-2 (COVID-19)ინფექციის მართვის გამოცდილება საკუთარი კლინიკის მაგალითზე.
აწსუ მედიცინის ფაკულტეტის ადმინისტრაცია ელექტრონული სწავლების გამოწვევებს შორის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად ონლაინ აკადემიური საზოგადოების შენებას ასახელებს და მაქსიმალურად გეგმავს სხვადასხვა ტიპის შეხვედრებს სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისათვის.
ბრძოლა COVID-19 ინფექციით გამოწვეული პანდემიის მიმართ ეტიოლოგიური მკურნალობის მეთოდებისა და პროფილაქტიკური ვაქცინაციის არარსებობის რეჟიმში გრძელდება.