17 აპრილს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ფარმაციის აკადემიური პერსონალის ინიციატივით ჩატარდა კვებეკის უნივერსიტეტის (კანადა) ფუნდამენტურ მეცნიერებათა დეპარტამენტის პროფესორის, ფარმაციის დოქტორის ვახტანგ მშვილდაძის ონლაინ ლექცია ფარმაციის სამივე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისათვის „ფარმაკოგნოზიის სწავლებისა და სამეცნიერო კვლევის ხარისხის უზრუნველყოფის შესახებ კანადასა და საქართველოში“.
შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის პირობებში, როდესაც საგანმანათლებლო დაწესებულებები ჰიბრიდულ სწავლებაზე გადავიდნენ, სასწავლო პროცესის უსაფრთხოგარემოში წარმართვის მიზნით, განსაკუთრებით აქტუალურია კოვიდ ინფექციის პრევენციის ღონისძიებების გატარება და დაცვა.
2021 წლის 16 იანვარს გაიმართა მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტთა სამედიცინო-სამეცნიერო ონლაინ კონფერენცია ,,COVID-19 და XXI საუკუნის მედიცინა“, რომლის ფარგლებში პარალელურად მუშაობდა 5 სესია საგანმანათლებლო პროგრამების: „სამკურნალო საქმე“, „მედიცინა+PBL“, „სტომატოლოგია“, „ფიზიკური მედიცინა და რეაბილიტაცია“ და „ფარმაცია“ ორმოცდაათამდე სტუდენტის მონაწილეობით.
კოვიდ პანდემიის პირობებში მედიცინის ფაკულტეტისა და „მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ უცხოელი სტუდენტებისათვის ორგანიზებულ იქნა ერთობლივი პროექტი: „ეფექტიანი მომსახურება და უსაფრთხო გარემოს შექმნა მიგრანტებისათვის“, პროექტის მიზანი მდგომარეობდა COVID – 19 ვირუსით შექმნილი კრიტიკული სიტუაციებისა და დავაადების გავრცელების პრევენცია. პროექტის ფარგლებში განხორციელდა სტუდენტთა ინფორმირებულობის გაზრდა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის და დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციების შესახებ; სტუდენტებს გადაეცათ სპეციალურად მომზადებული საინფორმაციო ბროშურები, დაურიგდათ ინდივიდუალური ჰიგიენური საშუალებები. მომდევნო ეტაპზე იგეგმება სტუდენტებისათვის გადაუდებელ ჯანდაცვაზე წვდომის უზრუნველყოფის ხელშეწყობა, ფსიქოლოგიური მხარდაჭრა, იურიდიული კონსულტაციები უცხო ქვეყნის მიგრანტების უფლებების შესახებ.
დალი ქობულაძე
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის
ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველო