ვებინარი წარმართეს და განიხილეს შემდეგი თემები:
• სვეტლანა აკოფიანი, HR მენეჯერი, როგორ დავიწყო კარიერა Exactpro-ში;
• ეკა კაკალაშვილი, პროგრამული უზრუნველყოფის ტესტერი, პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების არსი და მნიშვნელობა;
• ვახტანგ დონაძე, პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერი, ახალი თაობის Exactpro-ს ავტომატიზირებული ტესტირების ინსტრუმენტის მიმოხილვა.

 შემოგვიერთდი ჰაკათონზე და აქციე შენი ბიზნეს იდეა ხელშესახებ პროდუქტად.

ჰაკათონის ფარგლებში გაიგებ როგორ იმუშაო პროდუქტზე და როგორ შექმნა პირველი პროტოპიტი.

ჰაკათონის მთავარი მიზანია, რომ მონაწილე გუნდებმა შეძლონ ბიზნესისა და ხელოვნების ურთიერთდაკავშირება და პროდუქტის სახით ვებ/მობილური აპლიკაციის შექმნა.

ჰაკათონი გაიმართება ბრიტანეთის საბჭოს პროგრამის ,,შემოქმედებითი ნაპერწკალი: სამეწარმეო განათლების პროგრამა უმაღლესი სასწავლებლებისთვის “ ფარგლებში აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიისა და საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის SEU თანამშრომლობით.

თარიღი და დრო:
23-24 ივნისი, 11:00-14:00 საათი
ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება:
სტუდენტს ან კურსდამთავრებულს ერთ-ერთი შემდეგი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან: აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU.
როგორ მივიღოთ მონაწილეობა:
მონაწილეობის მიღება შესაძლებელია მხოლოდ გუნდურად.
სად გავიაროთ რეგისტრაცია:
რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს 
ფორმატი:
ჰაკათონი გაიმართება ჰიბრიდულ ფორმატში.
სამუშაო ენა:
ქართული
რეგისტრაცია შესაძლებელია 21 ივნისის ჩათვლით.

კონტაქტი:
შეკითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

#mycreativespark

17 ივნისს 14:00 საათზე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ორგანიზებით ტარდება დასაქმების ფორუმი.
დასაქმების ფორუმის მიზანია იმერეთის რეგიონში მცხოვრები დასაქმების მსურველი მოქალაქეებისა და რეგიონში მოქმედი ორგანიზაციების დასაქმების ხელშეწყობა.

16 ივნისს, 17:00 საათზე, Exactpro-ს გუნდი გამართავს ვებინარს თემაზე : "აღმოაჩინე ახალი შესაძლებლობები Exactpro-სთან ერთად".
მომხსენებლები და ვებინარის ძირითადი თემებია: