სტუდენტთა მხარდაჭერისა და განვითარების სამსახური განაგრძობს სტუდენტთა კარიეული განვითარების აქტივობებს, რომლის ფარგლებში პარასკევს 12 ნეომბერს 17:00 საათზე ჩატარდება ვორქშოპი თემაზე: ,,ეფექტური რეზიუმეს და სამოტივაციო წერილის ფორმატი“.

შექმნილი ეპიდ ვითარებიდან გამომდინარე გარკვეული დოზითა და ხანგრძლივობით აუცილებელი გახდა ადამიანის უფლებების შეზღუდვა. სწორედ ამიტომ, და არა მხოლოდ, "ადამიანის უფლებები covid 19-ის პირობებში" გახლავთ დღესდღეობით ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური და პრობლემატური საკითხი.

ჩვენი სხეულის ენა გაცილებით მეტ ინფორმაციას გასცემს ჩვენს განწყობასა და ემოციებზე, ვიდრე ვერბალურად მათი გამოხატვა. ჩვენ მიერ გაკეთებული ნებისმიერი ჟესტი სხვა ადამიანების მიერ ქვეცნობიერად თავისებურად აღიქმება.
2021 წლის 30 ოქტომბერს, შაბათს, საღამოს 6 საათზე, აწსუ-ს სტუდენტი ელენე ფანჩულიძე ისაუბრებს სხეულის ენაზე და მის მნიშვნელობაზე.

2021 წლის 2 ნოემბერს, სამშაბათს,  17:00 საათზე, აწსუ-ს სტუდენტი შმაგი გელაშვილი ისაუბრებს განათლების ტექნოლოგიურ პლატფორმაზე, როგორც ინოვაციური სწავლების მოდელზე უნივერსიტეტებისთვის მის გამოწვევებსა და პერსპექტივებზე.

აწსუ-ს სტუდენტთა მხარდაჭერისა და განვითარების სამსახურის ინიციატივით იწყება “ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების პროგრამა”, რომლის ფარგლებში სტუდენტებს ექნებათ საშუალება გაუზიარონ ცოდნა და გამოცდილება სხვა სტუდენტებს და ჩაატარონ ლექციები, სემინარები, ვებინარები და ვორქშოპები მათთვის სასურველ თემაზე (ონლაინ ან ოფლაინ რეჟიმში რეგულაციების დაცვით).