2021 წლის 17 დეკემბერს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა მხარდაჭერისა და განვითარების სამსახურის კურსდამთავრებულთა ქსელმა უმასპინძლა ექიმ არჩილ მარშანიას საჯარო შეხვედრას სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან. საჯარო ლექციაზე სპიკერმა ისაუბრა ვაქცინაციის მნიშვნელობაზე რაც დიდი დაინტერესება გამოიწვია მსმენელებში.
აწსუ-ს სტუდენტთა მხარდაჭერისა და განვითარების სამსახური 2021 წლის 21 დეკემბერს 12:00 საათზე ჩაატარებს საჯარო ლექციას ინგლისურ ენაზე თემაზე: ეკოლოგიური პრობლემები.
კორონავირუსის პანდემიის გავრცელების დღიდან ადამიანები დიდი იმედით ელოდნენ ვაქცინის შექმნას. თუმცა, ახლა, როცა უკვე სხვადასხვა ვაქცინაა ხელმისაწვდომი, უამრავი ცრუ ინფორმაცია ვრცელდება და ხანდახან რთულია მითებისა და ფაქტების გარჩევა. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, ინფორმაცია სანდო და გადამოწმებული წყაროებიდან მოვიძიოთ და დარგის სპეციალისტებს მოვუსმინოთ.
2021 წლის 10 დეკემბერს სტუდენტთა აწსუ-ს მხარდაჭერისა და განვითარების სამსახურის ჩართულობით აკაკი წეეთლის სახელმწიფო უნივერსიტეის სტუდენტმა ამანდა ტყეშელაშვილმა ჩაატარა ვებინარი რომელზეც განიხილა შემდეგი საკითხები:
2021 წლის 6 დეკემბერს აწსუ-ს სტუდენტთა მხარდაჭერისა და განვითარების სამსახურის ორგანიზებით აწსუ-ს სტუდენტმა ზაიდა ბაზაძემ ისაუბრა წიგნების სამყაროზე, კერძოდ „ათასი მოელვარე მზე“ მსოფლიო ბესტსელერების ავტორის – ხალიდ ჰოსეინის რომანზე.