ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება და მისი უარყოფით გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და გადაუჭრელი პრობლემაა 21-ე საუკუნეში. 2021 წლის, 7 დეკემბერს, 18:00 საათზე, აწსუს სტუდენტები - მარიამ ფურცხვანიძე და ლალი ბალავაძე ისაუბრებენ ატმოსფერული ჰაერის დამაბინძურებლებზე და მის უარყოფით შედეგებზე.
მწეველობა 21-ე საუკუნის საკმაოდ მნიშვნელოვანი პრობლემაა, თამბაქოს აქტიურმა მოხმარებამ ადამიანის ორგანიზმში შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა დაავადებები.
ATSU-ს სტუდენტთა მხარდაჭერისა და განვითარების სამსახურის ორგანიზებით 29 ნოემბერს 16:00 საათზე, ინგლისურ ენაზე გაიმართება ვებინარი თემაზე: ,,ეფექტური რეზიუმეს და სამოტივაციო წერილის ფორმატი“.
შეხვედრაზე განხილული იქნება შემდეგი საკითხები:
აწსუ-ს სტუდენტთა მხარდაჭერისა და განვითარების სამსახურის ორგანიზებით 2021 წლის 6 დეკემბერს, ორშაბათს, საღამოს 6 საათზე, აწსუ-ს სტუდენტი ზაიდა ბაზაძე ისაუბრებს წიგნების სამყაროზე, კერძოდ „ათასი მოელვარე მზე“ მსოფლიო ბესტსელერების ავტორის – ხალიდ ჰოსეინის რომანს, რომელიც მწერალმა ავღანელ ქალებს მიუძღვნა. ესაა წიგნი უფლებაწართმეული ქალების ყოველდღიურობაზე, ოჯახში ძალადობაზე, „თალიბანის“ სისასტიკეზე, ლტოლვილთა გაუსაძლის ყოფასა და ქვეყანაზე, რომელსაც გამუდმებით მტრის ბომბები აცვივა, მაგრამ შაჰრ-ე ზოჰაქის დაზიანებული კედლებივით ისევ მყარად დგას. ქალები აქ განათლებისა და თავისუფლებისაკენ ისწრაფვიან, ჩამოყრილ ჭურვებში კი ყვავილებს ახარებენ. თქვენ წინაშეა სულისშემძვრელი ამბავი ორი ქალისა, რომელიც ერთმანეთში პოულობს ძალას გადასარჩენად, იბრძვის და იმარჯვებს.
მიმდინარე წლის 12 ნოემბერს სტუდენტთა მხარდაჭერისა და განვითარების სამსახურის, სტუდენტთა კარიერული განვითარების სპეციალისტმა ჩაატარა ვორქშოპი თემაზე: ,,ეფექტური რეზიუმეს და სამოტივაციო წერილის ფორმატი“.
შეხვედრაზე განხილული იქნა შემდეგი საკითხები:
ვრცლად: ვორქშოპი- ეფექტური რეზიუმეს და სამოტივაციო წერილის ფორმატი