22 ოქტომბერს 13:00 -ზე უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მწვანე დარბაზში კარიერული მხარდაჭერის სერვისის ორგანიზებით სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა დასაქმების ხელშეწყობის მიზნით გაიმართება მასტერკლასი.
მასტერკლასი მოიცავს შემდეგ თემებს:
• 3 შეკითხვა, რომელიც აუცილებლად გაიჟღერებს გასაუბრების დროს.
• რა შეკითხვები დავუსვათ გამსაუბრებელს?
• არსებობს თუ არა ჩაცმისა და ქცევის სტანდარტი სამუშაო გასაუბრებისთვის?
დასწრება თავისუფალია! 

19 ოქტომბერს, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში, 13:00სთ-დან 15:00სთ-მდე, სტუდენტთა მხარდაჭერისა და განვითარების სამსახურის ორგანიზებით დასაქმების ფესტივალი ჩატარდება.
ღონისძიება მიზნად ისახავს სამსახურის მაძიებლებისა და დამსაქმებლების დაკავშირებასა და დასაქმებაში ხელშეწყობას.

ღია ცის ქვეშ, არაფორმალურ გარემოში, კომპანიები სხვადასხვა ვაკანსიას წარმოადგენენ.

ღონისძიებაზე დასწრება ყველა მსურველს შეუძლია. გთხოვთ, თან იქონიეთ რეზიუმე.

ინფო: http://tiny.cc/ursyzy

FB: http://tiny.cc/jtsyzy