British Council-ის მხარდაჭერით, Advantage Creative-ის და Creative Solution-ის ჩართულობით სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია FabLab ATSU-ის; მარკეტინგის, პროექტებისა და ღონისძიებების სამსახურის; სტუდენტთა მხარდაჭერისა და განვითრების სამსახურის ორგანიზებით და ინიციატივით 2021 წლის 11 აპრილს ჩატარდა ონლაინ ჰაკათონი.
ონლაინ ჰაკათონის მარათონში მონაწილეობას იღებდნენ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები და საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის სტუდენტები, რომლებიც გაერთიანდნენ ჯგუფებად და წარადგინეს თავიანთი ინოვაციური ხედვა არსებული პრობლემების გადასაჭრელად. მიმდინარე წელს ჰაკათონი განსხვავებული ფორმატით ჩატარდა, კერძოდ მონაწილეები ჟიურის წინაშე წარსდგნენ ონლაინ ფორმატში.
აწსუ-ს საუკეთესო იდეების ავტორებად დასახელდნენ:
ანანო ჩინჩალაძე- ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი;
გიორგი კვინიკაძე - აგრარული ფაკულტეტის სტუდენტი;
ანა ფერაძე - აგრარული ფაკულტეტის სტუდენტი;
თამარ ძიძავა - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი;
ნათია გრძელიძე - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი.
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ სიმბოლური საჩუქრები გადასცეს ჰაკათონის მონაწილეებს და მიულოცეს წარმატება.
14 აპრილს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა მხარდაჭერისა და განვითარების სამსახურმა ონლაინ რეჟიმში უმასპინძლა დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს იმერეთის სერვის ცენტრს. შეხვედრა წარმართა სსიპ-დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს იმერეთის სერვის ცენტრის წარმომადგენელმა - ეკა ლეჟავამ, რომელმაც აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს მიაწოდა ინფორმაცია დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს საქმიანობის სფეროების შესახებ და ასევე გააცნო რეგიონის მასშტაბით მიმდინარე ვაკანსიები.
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა ქსელი სტუდენტებსა და მოსწავლეებს გიწვევთ საგანმანათლებლო პროგრამების პრეზენტაციაზე;
კურსდამთავრებულთა აკადემია არის არაფორმალური განათლების კერა, ფორმალური განათლების სივრცეში;
თუ ხარ სტუდენტი და გინდა ისწავლო საქმით, შემოგვიერთდი!
კურსდამთავრებულთა აკადემიის მიზანია ხელი შუწყოს ახალგაზრდებს ეფექტური კომუნიკაციის და კრიტიკული ანალიზის, შემოქმედებითი აზროვნებისა და სტრატეგიული დაგეგმვის უნარების განვითარებაში;
შეხვედრის ადგილი: ქუთაისი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
მონაწილეობის მიღება შეუძლია: აწსუ-ს სტუდენტებს;
ხანგრძლივობა: 2 თვე, კვირაში ორჯერ შეხვედრის ინტენსივობით;
აკადემიის წარმატებით დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატები;
აკადემიაში სწავლის საფასური: ძლიერი მოტივაცია და ენთუზიაზმი.
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა ქსელის აკადემიაში ჯამში სამი დამოუკიდებელი სასწავლო პროგრამა გვექნება:
ბიზნესის აკადემია
დებატების აკადემია
სამართლის აკადემია
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გვესტუმრეთ პრეზენტაციაზე 15 აპრილს, საღამოს 6 საათზე, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბიბლიოთეკო კორპუსის საკონფერენციო დარბაზში.
ბიზნეს გეგმის დამზადება სხვადასხვა მიზანს შეიძლება ემსახურებოდეს: ახალი ბიზნესის დაწყება, ინვესტორის მოზიდვა, ფინანსების მოზდივა და სხვა.
რაც უფრო პროფესიონალურად არის შექმნილი ბიზნეს გეგმა, მით უფრო დიდია მის წინაშე არსებული მიზნების მიღწევის ალბათობა.
2021 წლის 20 აპრილს, სამშაბათს, საღამოს 7 საათზე, აწსუ-ს სტუდენტი, მენტორი, ბიზნეს კონსულტანტი და კომპანია რენეგეიდ ინვესტმენტის– ფინანსური მენეჯერი ხატია ხოხიაშვილი ისაუბრებს „Business Model Canvas“-ის შესახებ.
Business Model Canvas – გვასწავილს გზას, როგორ შევქმნათ ერთ ფურცელზე ყველასთვის გასაგები ბიზნეს გეგმა. გვეხმარება მოვიყვანოთ ბიზნესის ძირითადი მამოძრავებელი ელემენტები ერთმანეთთან შესაბამისობაში.
შეხვედრა გაიმართება Microsoft Teams-ის საშუალებით.
ღონისძიებაზე დასასწრებად, გთხოვთ შეავსოთ ლინკი:
https://forms.office.com/r/28xpd4FwAx
შეხვედრაზე მოწვევას მიიღებთ შეხვედრის დღეს.
მონაწილეობის სერტიფიკატი არ გაიცემა.
ვებინარი იმართება სტუდენტთა მხარდაჭერისა და განვითარების სამსახურის ინიციატივით, "ATSU ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების პროგრამის" ფარგლებში.
პროგრამა გულისხმობს ვებინარების სერიას და მისი მიზანია სტუდენტებმა საკუთარი ცოდნა და გამოცდილება გაუზიარონ სხვა სტუდენტებს.
თუ გსურთ შემოუერთდეთ პროგრამას და თქვენი ცოდნა გაუზიაროთ სხვა სტუდენტებს, შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა
2021 წლის 9 აპრილს აწსუ-ს სტუდენტმა ელენე ფანჩულიძემ ისაუბრებს თუ რა არის სტრესი, რა გავლენას ახდენს ის ჩვენს ყოველდღიურობაზე და როგორ შეიძლევა დავძლიოთ ის მარტივი მეთოდებით.