აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სტუდენტთა მხარდაჭერისა და განვითარების სამსახურის სტუდენტების ინიციატივის მხარდაჭერით შეიქმნა უცხო ენის კლუბი, რომლის მიზანია რომელიმე კონკრეტული ენის შესწავლის სურვილის მქონე სტუდენტები გააერთიანოს; გაუზიარონ ერთმანეთს ცოდნა და გამოცდილება, ერთად მოიძიონ რესურსები და მისცენ მოტივაცია, რომ მიაღწიონ სასურველ შედეგს.
2020 წლის 21 ნოემბერს სტუდენტთა მხარდაჭერისა და განვითარების სამსახური აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზღვაო სატრანსპორტო ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ჩართულობით და ინიციატივით შეხვდა სტუდენტებს.
ვრცლად: სტუდენტთა მხარდაჭერისა და განვითარების სამსახურის საინფორმაციო შეხვედრა სტუდენტებთან
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სტუდენტთა მხარდაჭერისა და განვითრების სამსახურის ჩართულობით იმართება I am Remarkable, რომელიც გაიმართება სტუდენტთა მხარდაჭერისა და განვითარების სამსახურის კოორდინატორის და I am Remarkable-ს ფასილიტატორის თამთა კაპანაძის მიერ.
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ენების შემსწავლელი ცენტრი აცხადებს სტუდენტთა შესარჩევ კონკურსს ბრიტანეთის საბჭოს მიერ დაფინანსებულ პროექტში ‘Virtual English Club’ მონაწილეობისთვის.
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სტუდენტთა მხარდაჭერისა და განვითარების სამსახრურის კოორდინატორის თამთა კაპანაძის ორგანიზებით, 2020 წლის 23 ოქტომბერს გაიმართა დისკუსია აწსუ-ს სტუდენტებისათვის თემაზე: „ციფრული პროფესიები, კომპეტენციები და უნარები“