პანდემიის და მასთან დაკავშირებული მრავალი პრობლემის გამო სტრესი, სამწუხაროდ, ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილი გახდა, რაც ძალიან ცუდ ზეგავლენას ახდენს ჩვენს პროდუქტიულობაზე უნივერსიტეტსა თუ სამსახურში.
2021 წლის 9 აპრილს, პარასკევს, საღამოს 7 საათზე, აწსუ-ს სტუდენტი ელენე ფანჩულიძე ისაუბრებს თუ რა არის სტრესი, რა გავლენას ახდენს ის ჩვენს ყოველდღიურობაზე და როგორ შეიძლევა დავძლიოთ ის მარტივი მეთოდებით.
შეხვედრა გაიმართება Microsoft Teams-ის საშუალებით.
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში British Council-ის პროექტის ფარგლებში და Creative Solution-ის და Advantage Creative-ის მხარდაჭრით 2021 წლის 11 და 12 აპრილს გაიმართება ონლაინ ჰაკათონი.
აწსუ-ს სტუდენტთა მხარდაჭერისა და განვითარების სამსახურის ჩართულობით იწყება “ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების პროგრამა”, რომლის ფარგლებში სტუდენტებს ექნებათ საშუალება ჩაატარონ ლექციები და ვორქშოპები მათთვის სასურველ თემაზე და გაუზიარონ ცოდნა და გამოცდილება სხვა სტუდენტებს.
2021 წლის 26 მარტს აწსუ-ს სტუდენტთა მხარდაჭერისა და განვითარების სამსახურის, სტუდენტთა კარიერული განვითარების კოორდინატორის ორგანიზებით ჩატარდა სტუდენტების ონლაინ ჩართვა პოტენციურ დამსაქმებლებთან, რომელსაც ესწრებოდა კრედო ბანკის შერჩევის განყოფილების ხელმძღვანელი ეკა ჭელიძე და პერსონალური შერჩევის რეგიონალური ოფიცერი ანა ართმელიძე.
სტუდენტთა მხარდაჭერისა და განვითარების სამსახურის ჩართულობით, IWD2021-ის ფარგლებში იმართება I'm Remarkable ვორქშოფი.