საინჟინრო–ტექნოლოგიური ფაკულტეტის „საკვები პროდუქტების ტექნოლოგიების“ დეპარტამენტის განახლებულმა საბაკალავრო პროგრამამ „საკვები პროდუქტების ტექნოლოგია და უვნებლობა“ 2019 წლის 1 აპრილს გაიარა აკრედიტაცია 7 წლის ვადით. 2019-2020 სასწ. წელს აბიტურიენტთა მიღება განახორციელდება 40 ვაკანტურ ადგილზე, რომელთაგან 30 სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებადია.
საინჟინრო–ტექნოლოგიური ფაკულტეტის „დიზაინისა და ტექნოლოგიის“ დეპარტამენტის აკადემიური პერსონალის მიერ შემუშავებულმა ახალმა საბაკალავრო პროგრამამ „მოდის დიზაინი და ტექნოლოგია“ წარმატებით გაიარა აკრედიტაცია 2019 წლის 26 მარტს და მიიღო უფლება 2019-2020 სასწავლო წლისათვის განახორციელოს აბიტურიენტთა მიღება 30 ვაკანტურ ადგილზე, რომელთა ნაწილი იქნება სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებადი.
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი პირველი უნივერსიტეტია საქართველოში, რომელმაც გარემოსდაცვითი მიმართულების საგანმანათლებლო პროგრამებში დანერგა სასწავლო კურსი „ნარჩენების მართვის საფუძვლები“. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიური და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების დეპარტამენტის მიერ ამ კურსის განხორციელება უკვე 10 წელს ითვლის. ამ პერიოდში ჩატარებულია საერთაშორისო სამეცნიერო კვლევები, კონფერენციები, სემინარები და საჯარო ლექციები.
საინჟინრო–ტექნოლოგიური ფაკულტეტის „დიზაინისა და ტექნოლოგიის“ დეპარტამენტის აკადემიური პერსონალის მიერ შემუშავებულმა ახალმა საბაკალავრო პროგრამამ „ინტერიერისა და ტექსტილის დიზაინი“ გაიარა აკრედიტაცია 2019 წლის 26 მარტს და მიიღო უფლება 2019-2020 სასწავლო წლისათვის განახორციელოს აბიტურიენტთა მიღება 30 ვაკანტურ ადგილზე, რომელთა ნაწილი იქნება სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებადი.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერილი პროფესიული უნარების განვითარების (WSD) პროგრამის ფარგლებში კურსი „შრომის უსაფრთხოება და გარემოს დაცვა“ ერთ-ერთი წარმატებული პროექტია, რომელსაც აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიური და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების დეპარტამენტი იმერეთის საჯარო სკოლებში ახორციელებს.