საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიამ, მეცნიერების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, საინჟინრო-ტექნოლოგიური ფაკულტეტის, „საკვები პროდუქტების ტექნოლოგიის“ დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი დოდო თავდიდიშვილი სასურსათო პროდუქტების ტექნოლოგიის დარგში შეტანილი წვლილისათვის საპატიო სიგელით დააჯილდოვა. საინჟინრო-ტექნოლოგიური ფაკულტეტის ადმინისტრაცია ულოცავს ქალბატონ დოდოს ამ წარმატებას.



საინჟინრო-ტექნოლოგიური ფაკულტეტის საბჭოს სხდომაზე (ოქმი № 4, 11.11. 2021 წ) განხილული იქნა აწსუ-ს აკადემიური საბჭოს №50 (20/21) დადგენილების თანახმად კვლევითი პროექტების დაფინანსების მიზნით გამოცხადებული კონკურსის შედეგები. საკონკურსოდ წარმოდგენილი იქნა სამი პროექტი. პროექტების შეფასება განხორციელდა აწსუ-ს №50 (20/21) დადგენილებისა და საინჟინრო-ტექნოლოგიური ფაკულტეტის 19 ოქტომბერის 2021 წლის #2 განკარგულების - „ფაკულტეტებზე კვლევითი პროექტების დაფინანსების მიზნით სახელმძღვანელო კრიტერიუმების განსაზღვრის შესახებ“– მიხედვით, შესაბამისი დეპარტამენტებიდან გამოყოფილი დარგის სპეციალისტებისაგან შემდგარი საექსპერტო კომისიების მიერ. ექსპერტთა მიერ წარმოდგენილი შედეგების მიხედვით შედგენილი რანჟირებული სიიდან, პროექტების დაფინანსების მიზნით, ფაკულტეტისათვის გამოყოფილი ბიუჯეტის ფარგლებში, გამარჯვებულად გამოცხადდა ორი პროექტი:

2021 წლის 15 სექტემბერს საინჟინრო-ტექნოლოგიურ ფაკულტეტზე გაიმართა სამაგისტრო პროგრამის „სასურსათო ტექნოლოგია" მაგისტრანტთა (ლანა ჯვარშეიშვილი, გიგა ჭაბუკიანი, თამარ ლაცაბიძე, მარიამ რობაქიძე) მიერ შესრულებული სამაგისტრო ნაშრომების დაცვა. თემები ეხებოდა ნატურალური ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებით გამდიდრებული, მაღალი კვებითი ღირებულების, სხვადასხვა ფუნქციონალური დანიშნულების და ჯანსაღი კვების პროდუქტების ახალი ტექნოლოგიების დამუშავებას. წარმოდგენილი თემების აქტუალობიდან და მიღებული შედეგების მნიშვნელობიდან  გამომდინარე სამაგისტრო ნაშრომების დაცვის კომისიის მიერ გაიცა რეკომენდაცია კვლევის მიღებული შედეგების კომერციალიზაციის მიმართულებით მუშაობის გაგრძელების შესახებ „პოსტ“ მაგისტრატურის პერიოდში. მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ოთხივე მომხსენებლისათვის სასურსათო ტექნოლოგიის (0721) მაგისტრის აკადემიური ხარისხის მინიჭების შესახებ. 

საინჟინრო-ტექნოლოგიური ფაკულტეტი აცხადებს კონკურსს ფაკულტეტის პერსონალის მიერ წარმოდგენილი კვლევითი პროექტების დაფინანსების მიზნით შემდეგი სამეცნიერო კვლევის მიმართულებებით:

საინჟინრო-ტექნოლოგიური ფაკულტეტის ადმინისტრაცია 20 სექტემბერს აწსუ VII კორპუსში გამართავს საინფორმაციო შეხვედრებს საგანმანათლებლო პროგრამებზე 2021-2022 სასწ.წელს ჩარიცხულ სტუდენტებთან.