30 ნოემბერს საინჟინრო-ტექნოლოგიური ფაკულტეტის "დიზაინისა და ტექნოლოგიის" დეპარტამენტის, ერთ-ერთი გამორჩეული და წარმატებული მოდულური პროფესიული პროგრამის, "დეკორატიულ-გამოყენებითი ქსოვილების სპეციალისტის" კურსდამთავრებულთა საკვალიფიკაციო ნამუშევრების გამოფენა გაიმართა. კურსდამთავრებულებმა წარმოადგინეს პროგრამის ფარგლებში შესწავლილი ტრიკოტაჟის, თექისა და ბატიკის ნამუშევრები.