ტესტი

2017 წლიდან ქიმიური და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების დეპარტამენტი აქტიურად ჩაერთო  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ „სკოლის მოსწავლეებში პროფესიული უნარების განვითარების ქვეპროგრამით“ გამოცხადებულ კონკურსში. აღნიშნული ქვეპროგრამის მხარდაჭერით, 2017 წელს იმერეთის რეგიონის 15 საჯარო სკოლაში  განხორციელდა  ორი სასწავლო კურსი:  შრომის უსაფრთხოება და გარემოს დაცვა; ავეჯის დიზაინი და დამზადება.

2018 წლის 30 მაისს, უნივერსიტეტის სახელოვნებო კვირეულის ფარგლებში, „დიზაინისა და ტექნოლოგიის“ დეპარტამენტმა ქალაქის ცენტრალურ ბაღში, ღია ცის ქვეშ დეფილე მოაწყო, რომელშიც წარმოდგენილი იყო დეპარტამენტის თანამშრომელთა და სტუდენტთა ნამუშევრები, როგორც ძველი ისე ახალი კოლექციებიდან.

საინჟინრო–ტექნოლოგიური ფაკულტეტის „დიზაინისა და ტექნოლოგიის“ დეპარტამენტის სტუდენტთა და თანამშრომელთა ნამუშევრებმა უკრაინაში, ქ. კიევში გამართულ ახალგაზრდა დიზაინერთა საერთაშორისო კონკურსზე კიდევ ერთი დიდი გამარჯვება მოიპოვა, სამი ნომინაციიდან სამი საპრიზო ადგილი დაიმსახურა: ბატიკა - პირველი ადგილი (პედაგოგი ანზორ გვეტაძე), ფეხსაცმლის კოლექცია - მეორე ადგილი, დოქტორანტი მარიკა ხარაბაძე, ტანსაცმლის კოლექცია - მეორე ადგილი, თეკლა ტყავაძე (პედაგოგი ხათუნა დარსაველიძე).

2018 წლის 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესასწაულის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, „დიზაინისა და ტექნოლოგიის“ დეპარტამენტმა მონაწილეობა მიიღო ამბროლაურში გამართულ სამეცნიერო პიკნიკში. ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, თექისა და ბატიკის საგამოფენო ნამუშევრებმა მნახველთა დიდი დაინტერესება გამოიწვია.