იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირი "სპექტრი"-სა და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიური და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების დეპარტამენტის მიერ, პროექტის „რეციკლირება: ახალი გამოწვევები-ახალი პროფესიული შესაძლებლობები“ ფარგლებში, შემუშავდა და პირველადი ტესტირების რეჟიმში ჩატარდა შემდეგი ტრენინგ-მოდულები:
22 ნოემბერს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის 85 წლის იუბილესთან დაკავშირებით "დიზაინისა და ტექნოლოგიის" დეპარტამენტმა სტუდენტებისა და თანამშრომლების ნამუშევრების გამოფენა მოაწყო ლ. მესხიშვილის სახ. სახელმწიფო თეატრში, სადაც წარმოდგენილი იყო ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის თანამედროვე საგამოფენო ნამუშევრები ქართული ორნამენტების გამოყენებით. წარმოდგენილი იყო აგრეთვე სხვადასხვა ტექნიკით შესრულებული თექისა და ბატიკის ნამუშევრები.
იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირი "სპექტრი" აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიური და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების დეპარტამენტთან ერთად იწვევს მსურველებს ტრენინგებში მონაწილეობისათვის, რათა შეიძინონ ახალი კვალიფიკაცია ან გადამზადნენ მეორადი ნედლეულის გადამუშავება/გამოყენების სფეროში მუშაობისათვის.
ტრენინგების თემატიკა შეესაბამება პლასტმასის ნაკეთობათა საწარმოებში საჭირო სამ ძირითად სპეციალიზაციას. კერძოდ, გთავაზობთ შემდეგ ტრენინგ-მოდულებს:
•პლასტმასის მეორადი ნედლეულის დამხარისხებელი;
•პლასტმასის ნაკეთობათა ტექნოლოგიური პროცესის ოპერატორი;
•პლასტმასის ნაკეთობათა წარმოების მანქანა-დანადგარების ტექნიკოსი.
ტრენინგ-მოდულები შემუშავებულია პროექტის „რეციკლირება: ახალი გამოწვევები-ახალი პროფესიული შესაძლებლობები“ ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს პროექტის „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ (ISWD) ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ, ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებული კომპაქტის ფარგლებში.
ტრენინგები გაიმართბა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიური და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების დეპარტამენტში 2018 წლის 12-14 ნოემბერს. ტრენინგების მონაწილეებს საშუალება ექნებათ საწარმოო პრაქტიკა გაიარონ პლასტმასის გადამამუშავებელ საწარმოებში.
ტრენინგებში მონაწილეობა უფასოა.
ტრენინგში მონაწილეობისათვის საჭიროა გაიაროთ რეგისტრაცია და შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა შემდეგ ელექტრონულ მისამართზე ან დაგვიკავშირდეთ ტელეფონით: +431 248057
2018 წლის 16 ნოემბერს საინჟინრო-ტექნოლოგიურმა ფაკულტეტმა უმასპინძლა საერთაშორისო სამეცნიერო პრაქტიკულ კონფერენციას - „თანამედროვე მეცნიერება და ინოვაციური პრაქტიკა“, რომელიც მიეძღვნა უნივერსიტეტის დაარსების 85 წლისა და საინჟინრო-ტექნოლოგიური ფაკულტეტის დაარსების 50 წლის იუბილეს. კონფერენციის ორგანიზატორი და მასპინძელი გახლდათ „დიზაინისა და ტექნოლოგიის“ დეპარტამენტი.
28 სექტემბერს, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტმა მონაწილეობა მიიღო ბათუმის სამეცნიერო პიკნიკში. ღონისძიება, რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართა, მიზნად ისახავდა სკოლის მოსწავლეებსა და სტუდენტებში სამეცნიერო კვლევების და ინოვაციების პოპულარიზაციას.