აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტმა მონაწილეობა მიიღო საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში, რომელიც ქალაქ ამბროლაურში გაიმართა. მრავალფეროვანი იყო ჩვენი უნივერსიტეტის მიერ წარდგენილი პროგრამა, მათ შორის ქიმიური და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების დეპარტამენტის „ფარმაცევტული პრეპარატების ქიმიის და ტექნოლოგიის“ და „გარემოს დაცვის ინჟინერიისა და გამოყენებითი ეკოლოგიის“ სპეციალობების სტუდენტების მიერ ჩატარებული საინტერესო ექსპერიმენტები.
2018 წლის 19 მაისს მირზაანში, ფიმოსმანის დღეებთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაში, „დიზაინისა და ტექნოლოგიის“ დეპარტამენტის ტექსტილის მიმართულების სტუდენტთა და თანამშომელთა ნამუშევრების გამოფენა მოეწყო.
2018 წლის 3 მაისს, ქუთაისის სახალხო დღესასწაულ „გვირილობასთან“ დაკავშირებით, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა ქართველ და უცხოელ სტუმრებს. „დიზაინისა და ტექნოლოგიის“ დეპარტამენტმა მოაწყო ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და ტექსტილის ნამუშევრების გამოფენა და მასტერკლასი, რომელშიც დიდი ინტერესით სტუმრებიც ღებულობდნენ მონაწილეობას.
აწსუ-ს სტუდენტები განსაკუთრებული აქტიურობით ემზადებიან მაისის თვეში დაგეგმილი ყოველწლიური სტუდენტური კონფერენციისათვის. ენთუზიაზმით ემზადება ქიმიური და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების დეპარტამენტის აკადემიური პერსონალიც, რომლებიც სტუდენტებს ხელმძღვანელობენ.
2018 წელს აწსუ-ში სტუდენტთა (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა) სამეცნიერო XXVIII კონფერენცია ჩატარდა. ქიმიური და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების დეპარტამენტში ორი სექცია მუშობდა: 1. ქიმიური და ფარმაცევტული ტექნოლოგიები; 2. გარემოსდაცვითი ტექნოლოგიები. სტუდენტებმა წარმოადგინეს საინტერესო მოხსენებები შესაბამისი დარგების აქტუალურ საკითხებზე. აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების მიერ მაღალ დონეზე შეფასდა ის თემები, რომლებიც იყო ექსპერიმენტული და გამოავლენდა სტუდენტების კვლევით უნარებს.
დედამიწის დღე — ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება.
2018 წელს დედამიწის დღე მიეძღვნა ინფორმაციის წარდგენას და შთაგონებას, რომელიც მიმართულია პლასტიკის მიმართ ადამიანის დამოკიდებულებისა და ქცევის ძირეულ შეცვლაზე.
2018 წლის 23 პრილს ქალაქ ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკაში გაიმართა საჯარო ლექცია, რომელსაც უძღვებოდა აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის ქიმიური და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების დეპარტამენტის პროფესორი ციცინო თურქაძე.
საჯარო ლექციას ესწრებოდა საჯარო ბიბლიოთეკის სხვადასხვა თაობის მკითხველი, მათ შორის სკოლის მოსწავლეები და უნივერსიტეტის სტუდენტები.