ბიზნესის, სამართლის და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მიერ მიმდინარე წლის ოქტომბერში (აწსუ-ს რექტორის ბრძანება №01-04/81, 24.10.2019) გამოცხადებული შიდასაგრანტო კონკურსის საბოლოო შედეგებით გამარჯვებულად გამოვლინდა - „შრომითი რესურსის რეაბილიტაციის, პოპულაციის, ჯანმრთელობასა და პაციენტთა განათლებაზე ზრუნვის სტრატეგიის მართვის სამეცნიერო-კვლევითი კლასტერის დაფუძნებისთვის“ მოსამზადებელი პროექტი (ხელმძღვანელი: პროფ. გიორგი ღავთაძე).
2019 წლის 16 ნოემბერს ბიზნესის ადმინისტრირების საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისთვის მოექწყო შემცნებითი ტური სიღნაღის რაიონ სოფელ საქობოში მდებარე ქართული ზეთისხილის კომპანიაში. ვიზიტის მიზანი იყო ზეთისხილის კრეფის პროცესის გაცნობა, ზეთისხილისგან ზეთის წარმოების დათვალიერება და ზოგადად კომპანიის ადამიანური, მატერიალური და ფინანსური რესურსების მართვის პრინციპების გაცნობა. აღნიშნული მიზნის მისაღწევად ინსტრუქტაჟი ჩაუტარეს კომპანიის დამფუძნებლებმა და ხელმძღვანელმა პირებმა, რომლებისგანაც მიიღეს დაწვრილებითი ინფორმაცია კომპანიის პარტნიორების, დისტრიბუციული ქსელისა და პროდუქციის ფასწარმოქმნის შესახებ.
ქუთაისის იურიდიული კლინიკა 2007 წელს ჩამოყალიბდა საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG), აკ. წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებრივ მეცნიერებათა ფაკულტეტისა და ამერიკის იურისტთა ასოციაციის კანონის უზენაესობის პროგრამის საქართველოს ოფისის ფარგლებში.
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ინიციატივით 2019 წლის მაისში მათემატიკური უნარებით გამორჩეული აბიტურიენტებისათვის ჩატარდა აბიტურიენტთა ოლიმპიადა „სტიპენდია I სემესტრიდან“.
მიმდინარე წლის 26 ნომბერს ბიზნესის, სამართლის და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის, ქალბატონ ნანა შონიას ინიციატივით და ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე, ფაკულტეტის ოცდაათი აკადემიური და მოწვეული პერსონალი გადამზადდა „შეფასების თანამედროვე მეთოდებსა და ტესტების შედგენის მეთოდოლოგიაში“.