აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების დეპარტამენტში შექმნილია „ბიზნეს-საკონსულტაციო მომსახურების ცენტრი“ (ხელმძღვანელი - პროფ. ემზარ ჯულაყიძე). ცენტრი უფასო კონსულტაციას გაუწევს ბიზნესით დაინტერესებულ პირებს ბიზნეს გეგმის შედგენაში, ადამიანური და ფინანსური რესურსების მართვაში, მარკეტინგული სტრატეგიბეის შემუშავებაში და ა.შ.
ბიზნეს-საკონსულტაციო მომსახურების ცენტრის საქმიანობას წარმოადგენს ბიზნესში მიმდინარე პროცესების მცირე მასშტაბიანი კვლევების ჩატარება, პროფესიული განხილვების ორგანიზება და საკონსულტაციო საქმიანობის განხორციელება რეგიონში ბიზნესის განვიტარების მიმაღტულებით.
ბიზნეს-საკონსულტაციო მომსახურების ცენტრი დაკომპლექტებულია კვალიფიციური მეცნიერ- ნთანამშრომლებითა და მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტებით.
მიმდინარე წლის 13 ივნისს მემორანდუმი გაფორმდა ჩვენს უნივერსიტეტსა და შპს "ნექსია თიეი აკადემიას" შორის, რომელიც ითვალისწინებს ბიზნესის ადმინისტრირების საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტთა/კურსდამთავრებულთა და მომსახურე აკადემიური პერსონალის პროფესიული განვითარების ხელშეწყობას ორივე მხარის ინტერესების გათვალისწინებით, სტუდენტების როგორც პროფესიული პრაქტიკის გავლას, ისე ერთობლივ შემეცნებით პროექტებში მათ ჩართვას.