მიმდინარე წლის 6 თებერვალს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და შპს „კანტის აკადემიას“ შორის https://kanti.edu.ge/. კანტის აკადემიის მისიაა განათლების სფეროში დასავლური, წამყვანი საგანმანათლებლო ინსტიტუტების გამოცდილების გაზიარება, ინოვაციების დამკვიდრება და ინტეგრირება არაფორმალური განათლების სივრცეში. გრძელვადიან პერიოდში, კანტის აკადემიის მიზანია კვლევისა და ანალიზის საფუძველზე, მოახდინოს არაფორმალურ საგანმანათლებლოს სივრცეში დანერგილი ინოვაციების ინტეგრირება ფორმალურ განათლების სისტემაში.
ბიზნესის, სამართლსი და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი სტრატეგიის (ელექტრონული სწვალების ფორმების და მეთოდების გააქტიურება) საფუძველზე, 2020 წლის 16 იანვარს ეკონომიკის დეპარტამენტის აკადემიურ და მოწვეულ პერსონალს ჩაუტარდა ტრენინგი Moodle-ის სისტემის მუშაობის და გამოყენების პრინციპებთან დაკავშირებით.
ტრენინგს უძღვებოდა აწსუ ელექტრონული სწავლების კოორდინატორი ნოდარ ცაგარეიშვილი.
მიმდინარე წლის 13 დეკემებრეს, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ნანა შონიას და მოწვეული ლექტორი ჭაბუკი ჭეიშვილის ინიციატივით განხორციელდა შემეცნებიტი ვიზიტი ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ სასწავლო და კვლევით ინსტიტუტში.
2019 წლის 7 დეკემბერს, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის, ეკონომიკის დეპარტამენტთან არსებული „ქართული ეკონომიკური აზრისა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების პრობლემების შემსწავლელი სტუდენტთა მუდმივმოქმედი სემინარის“ ფარგლებში სტუდენტთა საუნივერსიტეტთაშორისო კონფერენცია SIUEC - 2019.
2019 წლის 7 დეკემბერს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის, ეკონომიკის დეპარტამენტთან არსებული „ქართული ეკონომიკური აზრისა და საქართველოს ეკონომიკური განვითრების პრობლემების შემსწავლელი სტუდენტთა მუდმივმოქმედი სემინარის“ ფარგლებში ჩატარდება სტუდენტთა საუნივერსიტეტთაშორისო კონფერენცია - „SIUEC 2019“.