მიმდინარე წლის 11 ოქტომბერს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საინჟინრო ეკონომიკის დეპარტამენტის ორგანიზებით ჩატარდა მე-7 საერთაშორისო ეკონომიკური კონფერენცია - „ეროვნულიეკონომიკისმოდელები: გუშინ, დღეს, ხვალ“. ღონისძიება ცნობილი ქართველი მეცნიერის, აკადემიკოს ლეო ჩიქავას დაბადებიდან 90 წლისთავს მიეძღვნა.
2019 წლის 23 სექტემბერს ალექსანდრუ იოან კუზას უნივერსიტეტის პროფესორმა სორინა ჩიფერმა ბიზნესის,სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებისთვის ჩაატარა საჯარო ლექცია თემაზე - „უნივერსიტეტების გამოწვევები ევროკავშირში გაწევრიანებამდე და მის შემდეგ“.
2019 წლის 26 სექტემბერს ჩატარდა ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებისთვის ოქსფორდისა და მიუნსტერის უნივერსიტეტების პროფესორის იორგ ჰარდის საჯარო ლექცია თემაზე: "რობოტების ეთიკური გონიერება - რობოტიზმი".
2019 წლის 7-8 დეკემბერს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის, ეკონომიკის დეპარტამენტთან არსებული „ქართული ეკონომიკური აზრისა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების პრობლემების შემსწავლელი სტუდენტთა მუდმივმოქმედი სემინარის“ ფარგლებში ჩატარდება სტუდენტთა საუნივერსიტეტთაშორისო კონფერენცია - „SIUEC 2019“. კონფერენციაში მონაწილეობის განაცხადისა და სტატიების წარდგენის ბოლო ვადაა 2019 წლის 25 ნოემბერი.
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) იწვევს "ეკონომიკის" და "ბიზნესის ადმინისტრირების" საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებს ჩაერთონ კვლევაში - "კერძო ბიზნესის დაბრკოლებების იდენტიფიცირება".