2019 წლის 25 მაისს აწსუ მედიცინის ფაკულტეტზე ყოველწლიური სტუდენტური სამეცნიერო რესპუბლიკური კონფერენცია უკვე მერვედ ჩატარდა, კონფერენციის მიზანია მომავალ ექიმებს გამოუმუშავოს დამოუკიდებელი კვლევისა და მიღებული შედეგების პრეზენტაციისა და დაცვის უნარი, შესძინოს მათ სამეცნიერო კონფერენციისთვის მომზადებისა და მასში მონაწილეობის ჩვევები.
2019 წლის 26-27 ოქტომბერს აწსუ მედიცინის ფაკულტეტი ატარებს ექიმთა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას „თანამედროვე მიღწევები კლინიკურ მედიცინაში/ Modern Achievements in Clinical Medicine” MACM ემსახურება ექიმთა უწყვეტ განათლებას, კლინიკური მედიცინის სხვადასხვა მიმართულებების ხელშეწყობასა და უცხოელი სპეციალისტების პრაქტიკული გამოცდილების გაზიარებას, სამედიცინო საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტების კარიერულ განვითარებას.
ეროვნული ფარმაცევტული უნივერსიტეტის მიწვევით (ხარკოვი, უკრაინა) აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში იყვნენ მედიცინის ფაკულტეტის ფარმაციის სპეციალობის ასოცირებული პროფესორები ნინო აბულაძე და ქეთევანი გაბუნია, დოქტორანტი ნათია ჩუბინიძე სამუშაო ვიზიტით, ასევე კონფერენციაში და ოლიმპიადაში მონაწილების მისაღებად და გამოცდილების გასაზიარებლად 2019 წლის 13-14 მარტს იმყოფებოდნენ ხარკოვში.
16 მარტს დელეგაცია დაბრუნდა ქუთაისში, გამოცდილებითა და შთაბეჭდილებებით.
3 მაისს 15 საათზე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი ატარებს ღია კარის დღეს. დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ საგანმანათლებლო პროგრამებს, რომლებსაც ახორციელებს აღნიშნული ფაკულტეტი.
მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტთა ტრადიციული საახალწლო კორპორატიული წვეულება „MEDICAL PARTY-2019“ ნამდვილ დღესასწაულად იქცა მონაწილეებისა და სტუმრებისათვის, ქართველი და უცხოელი ახალგაზრდების უსაზღვრო ნიჭიერება იგრძნობოდა მათ საზეიმო ცეკვებსა და სიმღერებში, გაბრწყინებული სახეები, იუმორი და უხვად დაღვრილი ჭრელი ფერები ალამაზებდა ჯადოსნურ გარემოს. გვჯერა, ახალი წლის ეს დაუვიწყარი შეხვედრა დამდეგი 2019 წლის არაერთი საინტერესო შეხვედრის ნიშანია.