მიმდინარე წლის 9-11 სექტემბერს უნივერსიტეტში საინჟინრო-ტექნიკური ფაკულტეტის ორგანიზებით ჩატარდა საქართველოს მექანიკოსთა კავშირის XII საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც მიეძღვნა გამოჩენილი ქართველი მათემატიკოსისა და მექანიკოსის, საქართველოს ეროვნული აკადემიის პირველი პრეზიდენტის, აკადემიკოს ნიკოლოზ მუსხელიშვილის დაბადებიდან 130 წლისთავს. კონფერენცია ჩატარდა ჰიბრიდული ფორმატით. პლენარული სხდომის შემდეგ კონფერენციის მონაწილეებმა გვირგვინის შემკობით პატივი მიაგეს ნიკოლოზ მუსხელიშვილის ძეგლს.
ფაკულტეტის ადმინისტრაცია 20 სექტემბერს 12:00სთ-ზე გამართავს საინფორმაციო შეხვედრას საგანმანათლებლო პროგრამებზე 2021-2022 სასწ.წელს ჩარიცხულ სტუდენტებთან. მის: ახალგაზრდობის გამზ.#98 (გარე სივრცე)
საინჟინრო-ტექნიკური ფაკულტეტის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებმა "ელექტრული ინჟინერია" და "მშენებლობა" წარმატებით გაიარეს განხილვა ექსპერტთა საბჭოზე და მიიღეს აკრედიტაცია 7 წლის ვადით
2021 წლის 24-25 ივნისს, საინჟინრო-ტექნიკურ ფაკულტეტზე ჩატარდა საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია "ინოვაციური პროცესები და ტექნოლოგიები". კონფერენცია დაფინანსებული იყო შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით. კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო მოხსენებები საქართველოს, დსთ-ს და ლიტვის უნივერსიტეტებიდან და სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტებიდან.
საინჟინრო-ტექნიკური ფაკულტეტის ახალმა საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამამ "საწარმოო პროდუქციის ხარისხის მართვა და ტექნიკური ექსპერტიზა" წარმატებით გაიარა აკრედიტაცია (4 წლის ვადით).