2019 წლის 31 ოქტომბერს-1 ნოემბერს ჩატარდა საერთაშორისო ვორქშოპი „უწყვეტ გარემოთა მექანიკის მონათესავე პრობლემები“, რომელიც განხორციელდა პროექტის “მათემატიკური მოდელი და კომპიუტერული პროგრამები მრავალშრიანი ტექსტილის მრავალფუნქციური კვლევისათვის’’ ფარგლებში (DI-2016-41, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი). ორდღიან ვორქშოპში მონაწილეობა მიიღეს ცნობილმა მეცნიერებმა იტალიიდან, საფრანგეთიდან, რუსეთიდან და საქართველოდან. ვორქშოპის მუშაობაში აქტირად იყვნენ ჩართული როგორც აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი, ისე საქართველოს მექანიკოსთა კავშირის წევრები.
შეზღუდული შესაძლებლობის პირთა მისაწვდომობის პრობლემები სამოქალაქო ინფრასტრუქტურაში და განვითარების პერსპექტივები კონფერენცია ტარდება შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის “შეზღუდული შესაძლებლობის პირთა ადაპტაცია სამგზავრო ტრანსპორტის ლოგისტიკურ სისტემაში’’.
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო-ტექნიკური ფაკულტეტის ორგანიზებით 2019 წლის 26-28 სექტემბერს ჩატარდა საქართველოს მექანიკოსთა კავშირის ყოველწლიური მე-10 საერთაშორისო კონფერენცია. კონფერენცია გაიმართა იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს მეცნიერებმა როგორც საქართველოდან, ისე საზღვარგარეთის ქვეყნებიდან.
უნგრეთის ქალაქ დიორის იშტვან სეჩენის უნივერსიტეტის მიწვევით აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო-ტექნიკური ფაკულტეტის ტრანსპორტის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტები ბაჩანა მარკელია და ირაკლი კოჩაძე 2019 წლის 19-22 მარტს საგრანტო პროექტის დაფინანსებით იმყოფებოდნენ საერთაშორისო კონფერენციაზე “Transport Scieuces Győr 2019”.
კონფერენციის მონაწილეთა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია დოქტორანტების მოხსენებამ „შავი ზღვის გოგირდწყალბადოვანი ფენიდან წყალბადის მიღების და სატრანსპორტო შიგაწვის ძრავებში საწვავად მისი შემდგომი გამოყენების ტექნოლოგიური პროცესის კვლევის შესახებ“.