მიმდინარე წლის 26-27 ოქტომბერს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციების დეპარტამენტში გაიმართება საერთაშორისო ვორქშოპი ჰიდროენერგეტიკის დარგში პროფესიული შესაძლებლობების გაძლიერების საკითხებზე.
ლაგვილას უნივერსიტეტთან გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში 2022-2023 სასწავლო წელს საინჟინრო-ტექნიკური ფაკულტეტის მშენებლობის სამაგისტრო პროგრამის პირველი კურსის ოთხი სტუდენტი: კურდღელია ლუკა, გაბუნია ომარი, გვეტაძე ზურაბი, ვარდანია ლადო გაემგზავრნენ იტალიაში. ეს არის მაგისტრანტების მესამე ნაკადი ლაგვილას უნივერსიტეტში. სტუდენტები ერთი წელი ისწავლიან ლაგვილას უნივერსიტეტის მაგისტრატურაში. მომდევნო წელს სწავლას გააგრძელებენ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში და სამაგისტრო ნაშრომის დაცვის შემდეგ მიიღებენ მაგისტრის დიპლომს, რომელიც აღიარებული იქნება იტალიაში. წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენ სტუდენტებს.
მიმდინარე წლის 24-26 აგვისტოს საინჟინრო-ტექნიკური ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის ორგანიზებით, ჩატარდა საქართველოს მექანიკოსთა კავშირის XIII ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც მიეძღვნა აკადემიკოს ილია ვეკუას დაბადებიდან 115 წლისთავს. კონფერენცია ჩატარდა ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში ჰიბრიდული ფორმით და მონაწილეობა მიიღეს ქართველმა და უცხოელმა მეცნიერებმა.
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ,,ევროპის მდგრადი ენერგეტიკული კვირეულის“ ფარგლებში საინჟინრო-ტექნიკური ფაკულტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციების დეპარტამენტში გაიმართა კონფერენცია თემაზე: ,,განახლებადი ენერგიის წყაროები: არსებული მდგომარეობა და გამოწვევები“. კონფერენციის მონაწილეებს მიესალმნენ ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი როლანდ კოპალიანი. მოხსენება „განახლებადი ენერგიების როლი განვითარების თანამედროვე ეტაპზე“ ზაზა პაპიძემ წარადგინა, „მიკრო ჰიდროელექტროსადგურების შესაძლებლობებზე საქართველოში“ დავით ფუტკარაძემ, ხოლო ,,ქალაქების წყალმომარაგების სისტემებში ჰიდროელექტროსადგურების ინტეგრირების შესახებ“ თორნიკე ფარჯიანმა ისაუბრა. კონფერენციის მონაწილეებს სერტიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცა.
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო - ტექნიკური ფაკულტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციების დეპარტამენტი მონაწილეობს პროექტში „ჰიდროენერგეტიკის სფეროში პროფესიული პოტენციალის გაძლიერება“. პროექტს ახორციელებს ჩეხეთის ტექნიკური უნივერსიტეტი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს პარტნიორობით. პროექტი დაფინანსებულია ჩეხეთის რექსპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ განვითარებადი ქვეყნების სახელმწიფო უნივერსიტეტების პოტენციალის ამაღლების პროგრამის ფარგლებში. პროექტი მიზნად ისახავს პროფესიული პოტენციალის გაძლიერებას ჰიდროენერგეტიკის სფეროში და ჰიდროენერგეტიკის სწავლების მეთოდების გაუმჯობესებას.