საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტზე ჩატარდა სტუ-ს 100 წლის და იმს ფაკულტეტის 65 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ჰაკათონი IOT ტექნოლოგიებში. ჰაკათონის ორგანიზატორი: ციფრული სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის პროფესორი, ბატონი შალვა კვირკველია.

2022 წლის 26 აპრილს, უნივერსიტეტის I კორპუსის 1114 აუდიტორიაში, 14:00 სთ.-ზე გაიმართება სადოქტორო პროგრამის "საინჟინრო ტექნოლოგიები და სისტემები"  დოქტორანტის ელგუჯა მინაძის სადისერტაციო ნაშრომის "ლითონკონსტრუქციების ღეროვანი ელემენტების გაანგარიშება თერმომექანიკური დატვირთვისას" საჯარო განხილვა.





წარმოდგიდენთ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან ერთ-ერთ პროექტს, რომელმაც გაიმარჯვა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების 2021 წლის კონკურსში - „ბლანტდრეკადი თხელი სხეულების მიკროპოლარული თეორიების სხვადასხვა ვარიანტების აგება ლეჟანდრეს პოლინომების გამოყენებით და ზოგიერთი ამოცანების რიცხვითი მეთოდებით ამოხსნა“.

2022 წლის 27 აპრილს, უნივერსიტეტის I კორპუსის 1114 აუდიტორიაში, 14:00 სთ-ზე გაიმართება სადოქტორო პროგრამის "საინჟინრო ტექნოლოგიები და სისტემები"  დოქტორანტის გურგენ როსნაძის სადისერტაციო ნაშრომის "ორგანულ-მინერალურ მოდიფიკატორებზე მაღალი სიმტკიცის წვრილმარცვლოვანი ბეტონების ცოცვადობისა და ფიზიკურ-მექანიკური თვისებების კვლევა" საჯარო განხილვა.





2021 წლის 23 დეკემბერს, ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის ორგანიზებით გაიმართა სიმპოზიუმი „წლის საუკეთესო მიღწევა“.