2020 წლის 13-14 ივლისს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე იგეგმება სტუდენტთა XXX კონფერენციის ჩატარება. კონფერენცია ჩატარდება online რეჟიმში. იმუშავებს ექვსი სექცია (მათემატიკა, ინფორმაციული ტექნოლოგიები, ფიზიკა, ქიმია, გეოგრაფია, ბიოლოგია).
ამა წლის 25 დეკემბერს, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის, ბიოლოგიის დეპარტამენტის ასოც. პროფესორი ერეკლე ჯულაყიძე მიემგზავრება ექვსთვიან სამეცნიერო-კვლევით ექსპედიციაში ინდოეთში (05.12.2018-05.06.2019). ექსპედიციის მიზანია, შესწავლილ იქნეს „მთვარის ფაზების ცვალებადობის გავლენა პრიმატების აგრესიულ ქცევაზე ველურ გარემოში’’.
მ/წლის 15-16 ივნისს, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის მათემატიკის დეპარტამენტის ორგანიზებით ჩატარდა საერთაშორისო-სამეცნიერო კონფერენცია სახელწოდებით: „ჯგუფები და ტოპოლოგიური ჯგუფები“.
აღნიშნული კონფერენცია 1972 წლიდან ყოველწლიურად იმართება ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში. 2018 წელს კი კონფერენცია ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს გერმანიის, იტალიის, უნგრეთის, მექსიკის, ირანის, ავსტრიისა და საქართველოს შესაბამისი დარგის ცნობილმა მეცნიერებმა.