ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ადმინისტრაცია 20-21 სექტემბერს აწსუ I კორპუსში გამართავს საინფორმაციო შეხვედრებს საგანმანათლებლო პროგრამებზე 2021-2022 სასწ.წელს ჩარიცხულ სტუდენტებთან.
ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე მოქმედ საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამას ,,გამოყენებითი ბიომეცნიერებები (ბიოტექნოლოგია)" (პროგრამის ხელმძღვანელი ასოცირებული პროფესორი ქეთევან ჩიქვინიძე) 2021 წლის 16 აპრილს, უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, მიენიჭა აკრედიტაცია 7 წლის ვადით. პროგრამა გააგრძელებს მიღებას ვაკანტურ ადგილებზე და დაფინანსდება სახელმწიფოს მიერ.
2021 წლის 9 აპრილს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებისთვის, გეოგრაფიის დეპარტამენტის ორგანიზებითა და გარემოს ეროვნულ სააგენტოსთან თანამშრომლობის ფარგლებში, ჩატარდა ონლაინ- საჯარო ლექცია თემაზე ,,კლიმატური პირობების გათვალისწინება ეკონომიკის ცალკეული დარგის განვითარებაში“.
მოხსენება გააკეთა გარემოს ეროვნული სააგენტოს ზოგადი და გამოყენებითი კლიმატოლოგიის განყოფილების უფროსმა, გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა ლიანა ქართველიშვილმა, რომელმაც ისაუბრა კლიმატური პირობების გათვალისწინების აუცილებლობაზე ტურიზმში, მშენებლობასა და ჯანდაცვაში.
ლექცია წარიმართა სტუდენტების აქტიური ჩართულობით. ლექციის ბოლოს მომხსენებელმა უპასუხა დამსწრეთა შეკითხვებს.
გეოგრაფიის დეპარტამენტის ორგანიზებით, 2021 წლის 29 აპრილს, 18:00 საათზე ჩატარდება ვებინარი თემაზე; ,, დისტანციური ზონდირება: დარგის განვითარების ისტორია და გამოყენების სფეროები".
ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე მოქმედ საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამას ,,კომპიუტერული მეცნიერება“ (პროგრამის ხელმძღვანელი ასოცირებუილი პროფესორი აკაკი ძნელაძე) 2021 წლის 19 მარტს, უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, მიენიჭა აკრედიტაცია 7 წლის ვადით. პროგრამა გააგრძელებს მიღებას ვაკანტურ ადგილებზე.