2022 წლის 22 ოქტომბერს 12 საათზე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ქიმიის დეპარტამენტის ორგანიზებით, ჩატარდება საჯარო ლექცია თემაზე „ატმოსფეროს დაბინძურება და მისი მონიტორინგი" (აუდიტ. 5208)
მოხსენებას გააკეთებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ქიმიის დეპარტამენტის ასისტენტ - პროფესორი გიორგი ჯიბუტი.
ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე მოქმედ სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამას ,,კომპიუტერული მეცნიერება" (პროგრამის ხელმძღვანელი პროფესორი აკაკი გირგვლიანი) უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს გადაწყვეტილებით მიენიჭა სრული აკრედიტაცია.
20 ივლისს, თბილისში, რედისონ ბლუ ივერიაში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს GIPA და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით გამართულ გარემოსდაცვით სტუდენტურ კონფერენციაზე "კლიმატის გლობალური ცვლილება და საქართველო:რისკები და გამოწვევები"
ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე მოქმედ სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამას ,,გეოგრაფია" (პროგრამის ხელმძღვანელი ასოცირებული პროფესორი ნანა ბლიაძე) უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, მიენიჭა სრული აკრედიტაცია.
მიმდინარე წლის 16 ივნისს, მათემატიკის დეპარტამენტის ინიციატივით, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტისა და აწსუ-ს ადმინისტრაციის მხარდაჭერით გაიმართა გამოჩენილი მეცნიერის, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ ომარ ძაგნიძის სამეცნიერო და პედაგოგიური მოღვაწეობის 60 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო.