ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 21 ივნისს დაიწყო საზაფხულო სკოლა სოციალურად დაუცველი მოსწავლეებისათვის. სკოლის მოსწავლეებს ჩაუტარდებათ, როგორც საზოგადოებაში ინტეგრაციისათვის აუცილებელი უნარების განმავითარებელი ტრენინგები(დროის მენეჯმენტი, ფულის მართვა, ეფექტური კომუნიკაცია, ლიდერობა, წარმატებული კარიერის შექმნის გზები), ისე ექნებათ საინფორმაციო შეხვედრები გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს წარმომადგენელთან, დოქტორ ღასან ხალილთან და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციასთან. ასევე, გაეცნობიან უნივერსიტეტის სტურქტურულ ერთეულებს, მათ ფუნქციებს, საქმიანობას და ექნებათ გასვლითი შემეცნებითი ვიზიტი მათი ინტერესის სფეროდან გამომდინარე.

2021 წლის 11 ივნისს ბიზნესის, სამართლის და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტმა ჩაატარა სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია - „თანამედროვე განვითარების ეკონომიკური, სამართლებრივი და სოციალური პრობლემები - სტუდენტური ხედვა“.

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი გიწვევთ ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებს XXXI სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენციაზე.

მიმდინარე წლის 11, 14, 16 და 17 ივნისს ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია საქართველო UNICEF-ის საქართველოს წარმომადგენლობასა და საქართველოს პროკურატურასთან თანამშრომლობით ახორციელებს საჯარო ლექციების ჩატარებას ბავშვთა უფლებების შესახებ.

მიმიდნარე წლის 26 აპრილს ქუთაისის ბავშვთა სოფლის 15 მოსწავლეს ჩაუტარდა უფასო ტრენინგი თემაზე: „ეფექტური კომუნიკაცია“.